დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი ეს-ის“ ლიკვიდაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი ეს-ის“ ლიკვიდატორი |
| მიღების თარიღი | 14/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი ეს“-ის განცხადება
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 6 თებერვლის №133 განკარგულებით დაიწყო შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი ეს“-ის (ს.კ: 404969414) ლიკვიდაცია.
პირებმა, რომლებსაც გააჩნიათ რაიმე სახის მოთხოვნა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი ეს“-ის (ს.კ: 404969414) მიმართ, წინამდებარე წერილის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, თავიანთი მოთხოვნის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარმოუდგინონ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი ეს“-ის (ს.კ: 404969414) ლიკვიდატორს მამუკა ვარდიაშვილს მისამართზე: ქ.თბილისი, ქავთარაძის პირველი შესახვევი №10, საოფისე ფართი №7, ტელ.: 599 01 60 59.
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ორგანიზაციის მიმართ მოთხოვნის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია;
- საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
იურიდიული პირის შემთხვევაში:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დოკუმენტაცია;
- ორგანიზაციის მიმართ მოთხოვნის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია;
- საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი ეს“ -ის
ლიკვიდატორი მამუკა ვარდიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები