,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5723
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/02/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 20/02/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
5723
19/02/2008
სსმ, 26, 20/02/2008
000000000.00(0).000.000000
,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პრეზი-დენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (07–1/542, 15.02.2008) ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი.

2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 19 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:

პაატა ლეჟავა – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე)

გიორგი ბოკერია – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

ნინო კალანდაძე – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

ელენე თევდორაძე – საქართველოს პარლამენტის  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე

პავლე კუბლაშვილი – საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე

ვანო ხუხუნაიშვილი – საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

ზურაბ ტყემალაძე – საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე

მამუკა კაციტაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

გოჩა ქიმაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

ბადრი ხატიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

ნუგზარ შოშიაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი

ლევან გზირიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი

კახა კუკავა – საქართველოს პარლამენტის წევრი

კონსტანტინე კუბლაშვილი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

გია ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი

გიორგი ხუბუა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

ავთანდილ დემეტრაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის        პროფესორი

დავით კერესელიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2008 წლის 19 თებერვალი.

№5723-რს