დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.168.016289 |
|
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 23/04/2018, 010260030.35.168.016255) დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება: |
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 1. სოციალური დაცვის პროგრამის ქვეპროგრამები სოციალური დაცვის პროგრამა მოიცავს სოციალური დახმარების შემდეგ ქვეპროგრამებს: ა) სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება; ბ) სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარება; გ) ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება; დ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა; ე) ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) დახმარება; ვ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დახმარება; ზ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი დახმარება; ზ1) სტუდენტების დახმარება; თ) იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) სოციალური დახმარება; ი) მარჩენალდაკარგულისა და მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარება; კ) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება; ლ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 წლისა და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა დახმარება; მ) ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზარალისათვის ოჯახის დახმარება; ნ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა, უსინათლოთა, დაუნის სინდრომით და აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა, აგრეთვე ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების, ნათესაური მინდობით აღზრდის პროგრამით მოსარგებლეთა დახმარება, დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების მატერიალური დახმარება; ო) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურება; პ) უპატრონოდ დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურება.“ |
2.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარება „1. სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დაფინანსდებიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200000-ს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, იძულებით გადაადგილებულთა (დევნილთა), მარტოხელა და მრავალშვილიანი დედების, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, უსახლკაროთა სოციალური დახმარებისათვის სარეიტინგო ქულა არ გამოიყენება. 2. მოქალაქეებს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად: ა) დიაგნოსტიკური კვლევებისათვის, სტაციონარული (ოპერაცია, მკურნალობა) და სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის 1001 ლარამდე – არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით; ბ) 1001 ლარიდან 2001 ლარამდე – არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით; გ) 2001 ლარიდან ზემოთ – არაუმეტეს 700 ლარის ოდენობით; დ) მედიკამენტოზური მკურნალობისათვის – არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 80000-ს. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის (პაციენტი) პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და კალკულაცია სამედიცინო დაწესებულებიდან; ვ) წერილი სადაზღვევო კომპანიიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით სარგებლობის შემთხვევაში, ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში, მოსარგებლეს დახმარება დაერიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე. 6. დაფინანსების მიღებისათვის ბენეფიციარის მიერ საჭირო დოკუმენტაციის (განცხადება) წარდგენა მერიაში სასურველია მოხდეს სტაციონარში ჩასატარებელ სამედიცინო მომსახურებამდე ან, უკიდურეს შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ორი კვირის ვადაში. 7. ის გაჭირვებულ მოქალაქეები, რომლებიც განცხადებით მომართვის პერიოდში არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან/და რეგისტრირებულნი და არ აქვთ მინიჭებული სარეიტინგო ქულა და მომართვის პერიოდში მძიმეა მათი სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა, რაც დასტურდება მერის წარმომადგენლის (შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან) შუამდგომლობითა და კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, მიიღებენ დახმარებას არაუმეტეს 1000 ლარისა. 8. თუ სამედიცინო მომსახურებას აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, სხვა სადაზღვევო კომპანიები და მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხა რჩება 500 ლარამდე, არ ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.“. |
3.
მე-4 მუხლის დასახელება „ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა სადაზღვევო კომპანიები)“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება.“. |
4.
მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სტაციონარული (ოპერაცია, მკურნალობა) და ამბულატორიული მკურნალობისათვის (ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია) 300 ლარამდე სრული ოდენობით. 300 ლარიდან ზემოთ - 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა;“. |
5.
მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„დ) წერილი სადაზღვევო კომპანიებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“ |
6.
მე-6 მუხლის დასახელება „ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა (17-წლამდე) დახმარება“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) დახმარება“. |
7.
მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა დახმარება მოხდება წელიწადში ორჯერ. თითოეული მოთხოვნა დაფინანსდეს არაუმეტეს 600 ლარისა.“. |
8.
მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ ერთჯერადად, არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით.“. |
9.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება 1. სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 200 ლარისა გაიცეს იმ ბენეფიციარებზე, რომლებზეც საკითხის გადაწვეტა მოხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით, მერის წარმომადგენლისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობით (შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან). 2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) მერის წარმომადგენლისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობა (შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან); დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი.“. |
10.
დაემატოს 81 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 81. სტუდენტების დახმარება 1. აკრედიტებულ სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება გაეწევათ ობოლ და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტებს (სტუდენტის მაქსიმალური ასაკი განისაზღვროს 26 წლამდე), რომელთაც გადასახდელი თანხა აქვთ 600 ლარი და მეტი, სრული გადასახდელი თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი; გ) ობოლი ბავშვის შემთხვევაში მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობის ასლი, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში მშობლების პირადობის მოწმობის ასლები. დ) მერის წარმომადგენლის ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან სტუდენტის ფაქტობრივი ცხოვრების დადასტურების შესახებ; ე) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან; ვ) ცნობა აკრედიტებული სასწავლებლიდან სწავლის საფასურისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ.“ |
11.
მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სიღნაღის მუნიციპალიტეტში დროებით მაცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 100 ლარისა.“. |
12.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. მარჩენალდაკარგულისა და მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარება 1. სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი მარჩენალდაკარგული მიიღებს ერთჯერად დაფინანსებას არაუმეტეს 200 ლარისა. 2. სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი მარტოხელა მშობელი მიიღებს 100 (ასი) ლარის ოდენობით ერთჯერად დაფინანსებას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის ან/და მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მშობლის (მშობლები) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 4. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) შვილის (შვილები) დაბადების მოწმობის ასლი; დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.“. |
13.
მე-13 მუხლის სათაური „ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახის დახმარება“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზარალისათვის ოჯახის დახმარება“. |
14.
მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით 30%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარისა, ხოლო დამხმარე ნაგებობებზე მიყენებული ზარალისთვის არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.“. |
15.
მე-13 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი. |
16.
მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა, უსინათლოთა, დაუნის სინდრომით და აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა, აგრეთვე ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების, ნათესაური მინდობით აღზრდის პროგრამით მოსარგებლეთა დახმარება, დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების მატერიალური დახმარება 1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ან/და ფაქტობრივად მცხოვრებ დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებს 80 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; დ) ფორმა №100; ე) დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების, ნათესაური მინდობით აღზრდის პროგრამით მოსარგებლე ოჯახებს 50 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლე პირის ოჯახის წარმომადგენელმა (მეურვე/მზრუნველი) სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევეб სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) სოციალური მომსახურების სააგენტოდან რეინტეგრირებული ბავშვის ან ნათესავის მინდობით აღზრდის პროგრამით მოსარგებლის შესახებ შესაბამისი საოქმო გადაწყვეტილება; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 5. მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებსა და შშმ ბავშვებს გაეწევათ მატერიალური დახმარება ერთჯერადად არაუმეტეს 200 ლარისა. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) ან/და ცნობა ექიმისაგან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ. 7. უსინათლოთა დახმარება განისაზღვროს ერთჯერადად არაუმეტეს 200 ლარისა. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევეб სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება!ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; დ) უსინათლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 9. დაუნის სინდრომის მქონე პირებისთვის განისაზღვროს დახმარება არაუმეტეს 400 ლარისა ერთჯერადად, ხოლო აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის ასევე ერთჯერადად, არაუმეტეს 300 ლარისა. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; დ) დოკუმენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის შესახებ. 11. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებისათვის, ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრებისათვის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის გაიცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით სარგებლობისთვის უფლებამოსილმა პირმა მერიაში უნდა წარმოადგინოს : ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 13. მზრუნველობამოკლებულ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პენსიონერთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ყოველთვიური თანადაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით. 14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან წარმომადგენელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) მერის წარმომადგენლის ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი ცხოვრების დადასტურების შესახებ; დ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან; ე) თავშესაფრის საბანკო რეკვიზიტები.“. |
17.
მე-15 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-4 და მე-5 პუნქტები. |
18.
მე-16 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-4 და მე-5 პუნქტები. |
19.
მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ წესის მე-5, 81, მე-11, მე-12, მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და მე-15 მუხლის გარდა, განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოხდეს კომისიის მიერ, ხოლო აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მიღებული დასკვნის (მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე.“. |
20.
მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გამონაკლისის სახით კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და დაეხმაროს ცალკეულ, განსაკუთრებულ შემთხვევებში: ა) იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებმაც მძიმე სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო განმეორებით მომართეს მუნიციპალიტეტს, განესაზღვროთ დახმარების ოდენობა არაუმეტეს 1000 ლარისა; ბ) იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომელთაც უჭირთ თანხის 100%-ით შევსება, განესაზღვროთ დახმარების ოდენობა არაუმეტეს 1000 ლარისა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები