„საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 480180000.10.003.021089
74
13/02/2019
ვებგვერდი, 15/02/2019
480180000.10.003.021089
„საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
„საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №74

2019 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (3024-რს, 05/07/2018) მე-2 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2011, 480180000.10.003.016169) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემის“ (დანართი №1):

) პირველი მუხლის  „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) რეკომენდაციები – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს მიერ შემუშავებული მუდმივი ან დროებითი რეკომენდაციები, რომლებიც ოპერატიულად მიეწოდება სამსახურს დასენიანებული ან/და დასენიანების რისკის მქონე ქვეყნებიდან შემოსული პირებისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ ჩასატარებელი სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის პროცედურებისა და გასატარებელი ღონისძიებების (დეკონტამინაცია, იზოლაცია, კარანტინი, ფიზიკური ან/და იურიდიული პირების ქვეყანაში შემოსვლის დროებითი აკრძალვა ან შეზღუდვა, სხვა ღონისძიებები) შესახებ, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადების საერთაშორისო გავრცელება და მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი დაბრკოლებები საერთაშორისო გადაზიდვებისათვის;“;

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი), ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების ეროვნულ კოორდინატორს, რომელიც ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის საკონტაქტო პუნქტებთან კავშირისათვის ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში და არის უფლებამოსილი ცენტრი, რომელიც, თავის მხრივ, საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებულ ინფორმაციას აწვდის საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოს;“;

გ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, დასენიანებული რეგიონიდან ჩამოსულ პირთა აღრიცხვას (დანართი №9) ახორციელებს სამსახური.“;

დ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. სატვირთო ავტომობილები, სატვირთო და სამგ­ზავ­რო მატარებლები და ავტობუსები შემოსასვლელ პუნქტებში

სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებში სატვირთო ავტომობილების, სატვირთო და სამგზავრო მატარებლებისა და ავტობუსების მიმართ სანიტარიული ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკო­მენ­და­ციების თანახმად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რე­კო­მენდაციების გათვალისწინებით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ (დანართი №2):

ა) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სხვა ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინა­ცი­ის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ჯან­მრ­თე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორგანიზაციიდან მიღებული რეკო­მენ­დაციის სა­ფუძველზე.“;

ბ) მე-6 მუხლის პირველი და მე-2  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებში სატვირთო ავტომობი­ლების, სატვირთო და სამგზავრო მატარებლებისა და ავტობუსების მი­მართ სანიტარიული ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მი­ერ განსაზღვრული რეკომენდაციების თანახმად, რომლებიც აუცი­ლე­ბ­­ლად უნდა ეფუძნებოდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგა­ნი­ზა­ციის რეკომენდაციებს.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შეს­რულება სავალდებულოა სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებისათვის.“;

გ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნის თანახმად, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტები ახორციელებენ დასენიანებული რეგიონიდან ჩამოსულ მგზავრთა აღრიცხვას, №9 დანართის შესაბამისად.“;

დ) V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი V. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, როგორც IHR-2005-ის ეროვნულ კოორდინატორსა და სამსახურს შორის „ურთიერთქმედების წესი“;

ე) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. სა­ყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზო­გა­დოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ეროვ­ნული ცენტრი) შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ელექტრონულად ან მონა­ცემ­თა გადაცემის სხვა საშუალებით რეგულარულად და აუცილებ­ლო­ბის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აწვდის:

ა) ინფორმაციას მსოფლიოში გავრცელებული საზოგადოე­ბ­რივი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიში დაავადებების შე­­სახებ;

ბ) კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ გასატარებელ რეკომენდაციებს;

გ) სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელები­სა­თ­­ვის საჭირო სხვა მონაცემებს.“;

ვ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ტერიტორიებზე გამგზავრებისას საქართველოს მოქალაქეებს მოეთხოვებათ დაავა­დე­ბე­ბისა და სხვა ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელ­თაც ითხოვენ სხვა სახელმწიფოები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორ­განი­ზაციის ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინ­ფორ­მაციების თანახმად, დგინდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს მიერ და მიეწოდება შემოსავ­ლე­ბის სამ­სახურს, აგრეთვე ორგანიზაციებს, რომლებიც აგზავნიან მო­ქა­­ლა­ქეებს საზღვარგარეთ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე