„ტექნიკური რეგლამენტის – ბიოლოგიურ აგენტებზე მუშაობის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის – ბიოლოგიურ აგენტებზე მუშაობის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021083
68
13/02/2019
ვებგვერდი, 15/02/2019
300160070.10.003.021083
„ტექნიკური რეგლამენტის – ბიოლოგიურ აგენტებზე მუშაობის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №68

2019 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის – ბიოლოგიურ აგენტებზე მუშაობის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (3024-რს; 05/07/2018) მე-2 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – ბიოლოგიურ აგენტებზე მუშაობის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №82 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/02/2016, 300160070.10.003.019146) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – ბიოლოგიურ აგენტებზე  მუშაობის სანიტარიული ნორმების  დამტკიცების შესახებ“ მე-2 მუხლის:

1. „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) განსაკუთრებით საშიში პათოგენი (გსპ) –  პათოგენი, რომელსაც აქვს ადამიანსა და ცხოველში მძიმე დაავადების გამოწვევისა და პოპულაციაში გავრცელების უნარი, შეუძლია, მძიმე ზიანი მიაყენოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას და რომელიც შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ  განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში;‘‘.

2. „ჰ10“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ10) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;‘‘.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე