„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 13/02/2019
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016150
2
13/02/2019
ვებგვერდი, 15/02/2019
010240060.57.069.016150
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №2

2019 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

 

 

„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15.06.2017, 010240060.57.069.016110) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იმ სამუშაოსა და მომსახურების CPV კოდები, რომელთა შესყიდვა შესაძლებელია პრეისკურანტის საფუძველზე (დანართი №2);“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ და „ჰ7“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ6) პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება – დანართი №2-ით განსაზღვრული სამუშაოს ან მომსახურებისა და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საცხებ-საპოხი მასალის ერთეულის ღირებულება/ერთეულების სავარაუდო ჯამური ღირებულება;

​7) პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება – გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული დანართი №2-ით განსაზღვრული სამუშაოს ან მომსახურებისა და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საცხებ-საპოხი მასალის ერთეულის ღირებულება/ერთეულების საბოლოო ჯამური ღირებულება;“;

ბ) მე-11 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დანართი №2-ით განსაზღვრული სამუშაოს ან მომსახურებისა და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საცხებ-საპოხი მასალის შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი შესაძლებელია ჩატარდეს პრეისკურანტის საფუძველზე.“;

ბ.ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ელექტრონული ტენდერის პრეისკურანტის საფუძველზე ჩატარებისას სატენდერო კომისია სატენდერო დოკუმენტაციაში თავად განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული სამუშაოს ან მომსახურების ერთეულების ღირებულების დადგენის წესს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში სამუშაოს ან მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას აღნიშნული ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი სამუშაოს ან მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.“.

3. ბრძანების №2 დანართი შეიცვალოს ამ ბრძანების თანდართული დანართით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე



დანართი №2
იმ სამუშაოსა და მომსახურების CPV კოდები, რომელთა შესყიდვა შესაძლებელია პრეისკურანტის საფუძველზე

 

CPV კოდი

CPV კოდის დასახელება

1

45200000 *

სამუშაოები მთლიანი ან ნაწილობრივი მშენებლობისათვის და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები

2

50100000

სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები 

3

50200000

თვითმფრინავების, რკინიგზის, საგზაო და საზღვაო მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები

4

50300000

პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები

5

50500000

ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

6

50700000

შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

7

51700000

ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების მონტაჟი

8

55500000

სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება

9

65100000

წყლის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

10

66500000

სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები

11

79500000

ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები

12

85100000

ჯანდაცვის სამსახურის მომსახურებები

13

90400000

ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები

 



 * აღნიშნულ CPV კოდზე ელექტრონული ტენდერი შესაძლებელია ჩატარდეს პრეისკურანტის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ითვალისწინებს მხოლოდ სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოს ან/და საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული ხელოვნური ნაგებობების მიმდინარე ან/და პერიოდული შეკეთების სამუშაოს.