დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რკ „პირველი საკრედიტო კავშირის“ ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 21 მაისის N217 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 323 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 11/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
„რკ „პირველი საკრედიტო კავშირის“ ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 21 მაისის №217 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „დ“ და „ი“ ქვეპუნქტების, ამავე კანონის 29-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:
1. „რკ „პირველი საკრედიტო კავშირის“ ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 21 მაისის №217 განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. „რკ „პირველი საკრედიტო კავშირის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 404385063) ლიკვიდატორად დაინიშნოს თამარ ნოდია (პირადი ნომერი 19001010717, მისამართი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, მე-3 მიკრო რნ., მე-2 კორპუსი, ბინა №77; ელ. მისამართი tamar.nodia@nbg.gov.ge).“. 2. „რკ „პირველი საკრედიტო კავშირის“ ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 21 მაისის №217 განკარგულების ყველა სხვა პუნქტი დარჩეს უცვლელი. 3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები