დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280090000.10.003.021073 |
|
„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ, №5, 12/01/2007) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცემის წესისა და პრინციპების“ მე-5 მუხლის:
1. მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. სააგენტო უფლებამოსილია, ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის სანაცვლოდ ეკვივალენტურ დოკუმენტად მიიჩნიოს და შესაბამისი კატეგორიის პირებს საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაუნიშნოს ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონული ბაზის მონაცემების საფუძველზე, რაც სააგენტოს მიეწოდება სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.“. 2. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ადმინისტრირებისას გამოიყენება სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში მიღებული ან/და წარმოებული მონაცემთა ბაზები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები