„1966 წლის სატვირთო მარკის შესახებ საერთაშორისო კონვენციის 1988 წლის ოქმთან“ შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

„1966 წლის სატვირთო მარკის შესახებ საერთაშორისო კონვენციის 1988 წლის ოქმთან“ შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 61
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.021076
61
12/02/2019
ვებგვერდი, 15/02/2019
480140000.10.003.021076
„1966 წლის სატვირთო მარკის შესახებ საერთაშორისო კონვენციის 1988 წლის ოქმთან“ შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №61

2019 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„1966 წლის სატვირთო მარკის შესახებ საერთაშორისო კონვენციის 1988 წლის ოქმთან“ შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, საქართველო შეუერთდეს „1966 წლის სატვირთო მარკის შესახებ საერთაშორისო კონვენციის 1988 წლის ოქმს“.
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული ოქმის დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, როგორც ოქმის დეპოზიტარს, ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული ოქმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე