დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პარლამენტის წევრის ვალერიან გელბახიანის დაკავების, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის და პირადი გაჩხრეკის, მისთვის აღკვეთის ღონისძიების – დაპატიმრების შეფარდების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე საქართველოს გენერალური პროკურორისათვის თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5680 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 16, 31/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტის წევრის ვალერიან გელბახიანის დაკავების, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის და პირადი გაჩხრეკის, მისთვის აღკვეთის ღონისძიების – დაპატიმრების შეფარდების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე საქართველოს გენერალური პროკურორისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს პარ-ლამენტის რეგლამენტის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად თანხმობა მიეცეს საქართველოს გენერალურ პროკურორს საქართველოს პარლამენტის წევრის ვალერიან გელბახიანის დაკავების, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის და პირადი გაჩხრეკის, მისთვის აღკვეთის ღონისძიების – დაპატიმრების შეფარდების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2008 წლის 31 იანვარი.
№5680-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები