„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37-10
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/02/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.016581
37-10
12/02/2019
ვებგვერდი, 14/02/2019
010260050.35.101.016581
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37-10

2019 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-14 დადგენილების (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 22/02/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.101.016460) პირველი მუხლით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დებულებაში“ და დებულების:

ა) მე-2 მუხლს „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანაზე დადგენილი წესის შესაბამისად ნებართვის გაცემა და გაუქმება ელექტრონული მისამართის: www.taxi.tbilisi.gov.ge მეშვეობით;“;

ბ) მე-2 მუხლის „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე-1352 მუხლებით, 1353 მუხლის პირველი ნაწილით და 1354 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;

ღ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 135-ე–1354 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება;“;

გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 135-ე–1354 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – დადგენილებით;“;

დ) მე-6 მუხლის  პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება.“;

ე) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ და  „ი2“ ქვეპუნქტები:

„ი1) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე ნებართვის მფლობელისთვის განსაზღვრული სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის გაწევა;

2) საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით –  ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანაზე ნებართვის მფლობელისთვის განსაზღვრული სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის გაწევა;“;

ვ) მე-6 მუხლის  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია:

ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 135-ე–1354 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, საქმეზე დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების მოსმენა, არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების, წარმოდგენილი საქმის მასალების მოქმედი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად შეგროვება, გამოკვლევა, შეფასება და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;

ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე-1352 მუხლებით, 1353 მუხლის პირველი ნაწილით და 1354 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებზე მათი გაცემა და საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება;

გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე-1352 მუხლებით, 1353 მუხლის პირველი ნაწილით და 1354 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებების პროექტების მომზადება და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;

დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე-1352 მუხლებით, 1353 მუხლის პირველი ნაწილით და 1354 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის  ინფორმაციის გაგზავნა;

ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 135-ე–1354 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის ინფორმაციის გაგზავნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში;

ვ) სამსახურის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფის განხორციელება, სამსახურში შემოსული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, აგრეთვე სხვა დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

ზ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამსახურის კომპეტენციას განკუთვნილ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

თ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ან იურიდიული პირის საკუთრებაში მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის გაცემა;

ი) იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოიყენებენ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური საშვის გაცემა;

კ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გასაცემად სათანადო დოკუმენტების მომზადება და შესაბამისი სანებართვო რეესტრის წარმოება;

ლ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფასის გადახდის მდგომარეობის აღრიცხვა და მისი გადახდის უზრუნველსაყოფად მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

მ) სანებართვო საქმიანობასთან და სანებართვო პირობებთან დაკავშირებულ საკითხებზე საჭიროების შემთხვევაში ნებართვის მფლობელ პირებთან ურთიერთობის წარმოება, საკითხების შესწავლა, ინფორმაციების გამოთხოვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ნ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე ნებართვის მფლობელისთვის განსაზღვრული: ნებართვის გაცემის ფასის და დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდაზე; სანებართვო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად დადგენილ ოდენობაზე საბანკო გარანტიის წარდგენაზე, ნებართვის გამცემისთვის ნებართვის გაუქმების შესახებ მოთხოვნის წარდგენის ვადის დაცვაზე; ნებართვის გამცემის წინასწარი წერილობითი თანხმობისა და ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების  გარეშე ნებართვის სხვა პირისათვის ნებისმიერი ფორმით გადაცემაზე; ნებართვის გამცემის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის წილის გასხვისებაზე; ნებართვის გამცემისთვის ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის წილზე ან მის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) წარმოშობის, ასევე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებაზე კონტროლის გაწევა მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად და მარშრუტების დაგეგმარებისა და კონტროლის განყოფილებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება;

ო) საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანაზე დადგენილი წესის შესაბამისად ნებართვის გაცემა და გაუქმება ელექტრონული მისამართის: www.taxi.tbilisi.gov.ge მეშვეობით;

პ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში  სამსახურის ინტერესების დაცვა;

ჟ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე