დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 ივნისის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.017647 |
|
„განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 ივნისის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულიკანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 ივნისის №120/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27/06/2012, 430030000.22.022.016386) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების და გაცემის წესის“:
1. მე-2 მუხლის პირველი პუქნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – საინფორმაციო სისტემა).“. 2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მკაცრი აღრიცხვის ფორმებზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გენერირებული ხელმოწერისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გენერირებული ბეჭდის დასმაზე უფლებამოსილი პირები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრავს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გენერირებული ხელმოწერისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გენერირებული ბეჭდის დასმაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს.“. 3. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს დაკარგული ან გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნომრების გამოქვეყნებას იმ ბეჭდვით ორგანოში, რომელიც ვრცელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც, დუბლიკატის გაცემიდან ან მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის შესახებ აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები