„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4323-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 040200010.05.001.019415
4323-IIს
22/02/2019
ვებგვერდი, 07/03/2019
040200010.05.001.019415
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040200010.05.001.016538) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა

სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ფორმები, რეკვიზიტები და ბლანკების ნიმუშები მტკიცდება „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 თებერვალი 2019 წ.

N4323-IIს