დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტროს 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 379 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 12/02/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 11/03/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240020.22.027.016879 |
|
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტროს 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტროს 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №40, მუხ. 457) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც წარმართავს გენერალური ინსპექციის საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. გენერალური ინსპექციის საქმიანობაზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში საპროკურორო ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებენ საქართველოს გენერალური პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები.“. 2. მე-7 მუხლის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძიების ჩატარება სამინისტროს სისტემის მოსამსახურის, მათ შორის, კერძო აღმასრულებლის, მიერ ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე, 335-ე, 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე; აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულზე;“; გ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1) ამ მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველსყოფად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;“. 3. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. გენერალური ინსპექციის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საგამოძიებო სამმართველო; ბ) ოპერატიული სამმართველო; გ) სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო. 2. საგამოძიებო სამმართველო ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით, უზრუნველყოფს: ა) გამოძიების ჩატარებას სამინისტროს სისტემის, მათ შორის, კერძო აღმასრულებლის, მიერ ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე, 335-ე, 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს; აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში; ბ) გენერალური ინსპექციის უფროსისა და უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას. 3. ოპერატიული სამმართველო ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით, უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს ოპერატიულ მხარდაჭერას, ასევე – გენერალური ინსპექციის უფროსის და უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას. 4. სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით, უზრუნველყოფს: ა) ამ დებულებით დადგენილი წესით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენას, მათ მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას; ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას, სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებას; გ) მოქალაქეთა განცხადება-საჩივრების შესწავლასა და მათზე სათანადო რეაგირებას; დ) სამსახურებრივი შემოწმების სამუშაო გეგმის შემუშავებას; ე) წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად, დასაბუთებული დასკვნის მომზადებას კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის თაობაზე; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ზედამხედველობის განხორციელებას ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე; ზ) ნოტარიუსის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ საქმის აღძვრის თაობაზე მასალების მომზადებას; თ) მონიტორინგის განხორციელებას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადმინისტრაციულ შენობებში არსებულ ელექტრონული პირადობის მოწმობის წამკითხველებზე დაფიქსირებულ მონაცემებსა და სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებულ ვიდეოჩანაწერებზე; ი) გენერალური ინსპექციის უფროსისა და უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას.“. 4. მე-19 მუხლი ამოღებულ იქნეს. 5. 24-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გენერალური ინსპექციის უფროსს ჰყავს 2 მოადგილე (ერთი მოადგილე – საგამოძიებო და ოპერატიული მიმართულებით, ხოლო მეორე მოადგილე – სამსახურებრივი შემოწმების მიმართულებით), რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“; ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობს გენერალური ინსპექციის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ახდენს ჩატარებული შემოწმების შედეგების წინასწარ განხილვას, ვიზირებას უკეთებს ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე შედგენილ დასკვნას, გენერალური ინსპექციის უფროსისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გენერალური ინსპექციის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გენერალური ინსპექციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლებით.“ 6. 25-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტის: ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამზადებს და გენერალური ინსპექციის უფროსის შესაბამის მოადგილესთან შეთანხმებით განსახილველად წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს წინადადებებს ჩასატარებელი შემოწმების შესახებ;“; ა.ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ახორციელებს კონტროლს გენერალური ინსპექციის შესაბამისი სამმართველოს მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; ვ) ეცნობა სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ წარმოდგენილ დასკვნას ან მოხსენებით ბარათს, აკეთებს ვიზირებას და გენერალური ინსპექციის უფროსის შესაბამის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს;“; ა.გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ყოველთვიურად, გენერალური ინსპექციის უფროსის შესაბამის მოადგილესთან შეთანხმებით, გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია გენერალური ინსპექციის უფროსის და მისი შესაბამისი მოადგილის წინაშე.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 11 მარტიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები