დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს №450 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 47 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 08/02/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.021062 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს №450 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (3024-რს; 05/07/2018) მე-2 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს №450 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/09/2015, 300160070.10.003.018836) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“:
1. მე-7 მუხლის 32-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „32. პრაქტიკულად ჯანმრთელი პირების პროფილაქტიკური სამედიცინო რენტგენოლოგიური და სამეცნიერო კვლევების დროს დასხივების წლიურმა ეფექტურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 1 მზვ-ს. გადაწყვეტილებას პროფილაქტიკური დასხივების დოზების შესაძლო დროებით გადაჭარბების თაობაზე იღებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ეპიდემიოლოგიური პირობებიდან გამომდინარე.“. 2. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კრიტერიუმები და მარეგულირებელი პრინციპები იმ პაციენტების მიმართ, რომლებმაც გაიარეს მკურნალობა ღია რადიოაქტიური წყაროების გამოყენებით, ან იმპლანტირებული დახურული წყაროების მატარებლები არიან. ეს კრიტერიუმები და მარეგულირებელი პრინციპები დგინდება მარეგულირებელი ორგანოს მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად და დამოკიდებულია სამედიცინო დასხივების ტიპზე.“. 3. მე-20 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოსახლეობის პროფილაქტიკური გამოკვლევები (სკრინინგი) სამედიცინო დასხივების მეთოდით და პრაქტიკულად ჯანმრთელი პირების სამეცნიერო გამოკვლევები დასაშვებია გამოსაკვლევი პირის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე და იმ პირობით, რომ მოსახლეობის წლიური ეფექტური დოზა არ გადააჭარბებს 1 მზვ-ს. გამოსაკვლევი პირი ასევე ინფორმირებული უნდა იყოს სამედიცინო დასხივებასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით.“; ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) გამოიყენოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული მკურნალობის პროცედურები, სადაც განსაზღვრულია პროცედურების შესრულების ოპტიმალური რეჟიმი და პაციენტის დასხივების შესაბამისი რეფერენტული დონეები, რაც დეტერმინირებული ეფექტების აღკვეთის გარანტიას იძლევა; გ) გამოსხივების ღია რადიოაქტიური წყაროებით სამედიცინო პროცედურების ჩატარების დროს გამოიყენოს მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური ორგანოს მიერ საქართველოს ბაზარზე დაშვებული რადიოფარმპრეპარატები;“. 4. 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მონაცემები შეინახოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისათვის განსაზღვრული დროის განმავლობაში და დაუყოვნებლივ გადასცეს მარეგულირებელ ორგანოს უწყებრივი რეესტრის წარმოებისათვის.“. 5. 29-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. მარეგულირებელი ორგანო საქართველოს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგენს რეფერენტულ დონეებს დასხივებისათვის, რომელიც განპირობებულია სამომხმარებლო პროდუქციასა და საქონელში, მათ შორის, სამშენებლო მასალებში, საკვებ პროდუქტებში და სასმელ წყალსა (დანართი 7) და ცხოველის საკვებში არსებული რადიონუკლიდებით. აღნიშნული რეფერენტული დონეეები უნდა განისაზღვროს ისე, რომ რეპრეზენტაციული პირის წლიური ეფექტური დოზა არ აღემატებოდეს 1 მზვ-ს წელიწადში.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები