„გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/02/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016540
5
08/02/2019
ვებგვერდი, 14/02/2019
010250050.35.148.016540
„გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №5

2019 წლის 8 თებერვალი

ქ. გორი

„გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლი მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის №87 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 19/12/2018; 010250050.35.148.016533) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ექიმი-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100)“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  ამოღებულ იქნეს;

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. „ერთჯერადად 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ 0-დან 150000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე 0-დან 18-წლამდე 4-შვილიანი ოჯახები“;

) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს  „ე“ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით;

„ე) საჭიროების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი,რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე