დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.148.016539 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ" მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის N60 დადგენილებაში www.matsne.gov.ge, 21/05/2018 010250050.35.148.016506) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი ან/და კაპიტალური საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი ან/და კაპიტალური საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი“; გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2018 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი ან/და კაპიტალური საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებსა და საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებს, საცხოვრისით მოსარგებლე პირების მონიტორინგის პროცედურებს."; დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. უსახლკარო პირების რეგისტრაცია, გორის მუნიციპალიტეტისათვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი ან/და კაპიტალური საცხოვრისით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოხდება გორის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და დროებითი საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად.“ ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი ან/და კაპიტალური საცხოვრისით უზრუნველყოფის სამუშაო ჯგუფი“ ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით. „1. ამ წესის განხორციელების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი ან/და კაპიტალური საცხოვრისით უზრუნველყოფის სამუშაო ჯგუფს (შემდგომში - „სამუშაო ჯგუფი“)."; ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დროებითი ან/და კაპიტალური საცხოვრისის უზრუნველყოფისათვის უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ მინიჭებული შეფასების ქულების საფუძველზე. ბენეფიციარის საცხოვრისში შესახლების პრიორიტეტი ენიჭება სამუშაო ჯგუფის მიერ მინიჭებულ ყველაზე მაღალი ქულის მქონე ოჯახს. ქულათა თანაბარი რაოდენობის არსებობის შემთხვევაში გაიმართება კენჭისყრა სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის და დაკმაყოფილდება ბენეფიციარი, რომელიც მიიღებს ხმათა უმრავლესობას. თანაბარი რაოდენობის ხმების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭოს ჯგუფის უფროსის გადაწყვეტილებას."; თ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით. „ი) ოჯახი, რომლის წევრი ან წევრები გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ვეტერანი - ქულა 1“; ი) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით. „კ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, ციხიდან ახლად გათავისუფლებული ან პირობით მსჯავრდებული, რომელსაც არ აქვს საკუთრება და არც თავშესაფარი- ქულა 2“; კ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით. „5. საცხოვრებელი ფართის ოდენობა ერთ სულზე სავარაუდოდ განისაზღვროს 5კვ.მ - დან 10 კვ.მ - ის ჩათვლით. დროებითი საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად სამუშაო ჯგუფს უფლება აქვს სულადობის მიხედვით მოახდინოს ფართების მონაცვლეობა.“; ლ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით. „მ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუქნტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოს: სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის და „ქეის მენეჯერის“ მიერ გაცემული ცნობა სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შესახებ. ცნობა შინაგან საქმეთა შესაბამისი უწყებიდან ოჯახში ძალადობის მსხვერპლის შესახებ.“; მ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოს: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლის ვეტერანის მოწმობა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, ოჯახის წევრის ან წევრების გარდაცვალების მოწმობა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები