„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/02/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016475
5
08/02/2019
ვებგვერდი, 11/02/2019
010250050.35.153.016475
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2019 წლის 8 თებერვალი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება   „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 010250050.35.153.016376, 22/11/2017), კერძოდ: დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

მუხლი 20. შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახური

1.  შიდა აუდიტის  და ინსპექტირების სამსახური უზრუნველყოფს მერიაში და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში მართვის პროცედურების სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზის აღმოფხვრასა და დაწესებულების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების პრევენციას, მათი რისკფაქტორების გამოვლენასა და ანალიზს, აგრეთვე ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას, შიდააუდიტორული შემოწმების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. სამსახური კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს წინადადებებს და რეკომენდაციებს მერიის სტრუქტურული ერთეულების ოპტიმიზაციასთან, რეორგანიზაციასთან ასევე მერიის ფუნქციონირების ეფექტურობასთან დაკავშირებით, კონტროლს უწევს და ახორციელებს მონიტორინგს სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე.  

2. სამსახურის ქვედანაყოფებია:

ა) შიდა აუდიტის განყოფილება;

ბ) ინსპექტირების განყოფილება;

გ) მონიტორინგის განყოფილება“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე