„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/63
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 08/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016585
1-1/63
08/02/2019
ვებგვერდი, 11/02/2019
040030000.22.024.016585
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/63

2019 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 040030000.22.024.016067, 20.04.2011) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობებში“  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

წესის მე-3 მუხლის  პირველი პუნქტის3ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ3) შიდა ნაოსნობის გემების წიგნში დარეგისტრირებული გემის მესაკუთრის/სახელის შეცვლასთან დაკავშირებული ყველა მოწმობის გაცემა 100 და მეტი საერთო ტევადობის (GT) გემებზე:

მე-10 სამუშაო დღეს – 430 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 700 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 820 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 870 ლარი;

იმავე დღეს – 960 ლარი.“;

) წესის მე-3 მუხლის  პირველი პუნქტის14ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ14) შიდა ნაოსნობის გემების წიგნში დარეგისტრირებული გემებისათვის   მოწმობის/დოკუმენტების დამოწმებული ასლის გაცემა:

მე-10 სამუშაო დღეს  – 15 ლარი;         

მე-5 სამუშაო დღეს  – 25 ლარი;           

მე-3 სამუშაო დღეს – 35 ლარი;            

24 საათის გასვლისთანავე  – 45 ლარი;

იმავე დღეს  – 55 ლარი.“;

) წესის მე-3 მუხლის  პირველი პუნქტის21ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ21) საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნში, ბერბოუტ-ჩარტერის გემების წიგნში ან  მშენებარე გემების წიგნში 100 და მეტი საერთო ტევადობის (GT) გემის მუდმივი რეგისტრაცია, ვადიანი რეგისტრაცია ან/და ვადიანი რეგისტრაციის გაგრძელება – 440 ლარი: (გავრცელდეს 2016 წლის 25 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.)“;

) წესის მე-3 მუხლის  პირველი პუნქტის26ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ​26) საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნში, ბერბოუტ-ჩარტერის გემების წიგნში ან  მშენებარე გემების წიგნში რეგისტრირებული გემის მესაკუთრის/სახელის შეცვლასთან დაკავშირებული ყველა მოწმობის გაცემა 100 და მეტი საერთო ტევადობის (GT) გემებზე –  430 ლარი;“;

ე) წესის მე-3 მუხლის  პირველი პუნქტის „ჰ31“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ31)  საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნში, ბერბოუტ-ჩარტერის გემების წიგნში ან  მშენებარე გემების წიგნში რეგისტრირებული 100 და მეტი საერთო ტევადობის(GT)  გემებისათვის  მოწმობის/ დოკუმენტების დამოწმებული ასლის გაცემა – 55 ლარი;“;

) წესის მე-3 მუხლის  პირველი პუნქტის48ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ48) საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნში, ბერბოუტ-ჩარტერის გემების წიგნში ან  მშენებარე გემების წიგნში 100 და მეტი საერთო ტევადობის (GT)  გემის  სახომალდო რადიოსადგურის მოწმობის გაცემა – 260 ლარი; (გავრცელდეს 2016 წლის 25 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე).“;

) წესის მე-3 მუხლის  პირველი პუნქტის54ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ54)  საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული  100 და მეტი საერთო ტევადობის (GT) გემის  საგამონაკლისო (Exemption) დოკუმენტის  გაცემა - 600 ლარი;“;

) წესის მე-3 მუხლის  პირველი პუნქტის56ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ56) საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის კონვენციურ და არაკონვენციურ სერტიფიკატებთან/მოწმობებთან შესაბამისობის  ყოველწლიური შეფასება:

 

საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული

 შიდა ნაოსნობაში ჩართული

100-10000 საერთო ტევადობამდე (GT) გემისათვის – 600 ლარი

100-10000 საერთო ტევადობამდე (GT) გემისათვის – 350 ლარი

10000-50000 საერთო ტევადობამდე (GT) გემისათვის – 1000 ლარი

10000-50000 საერთო ტევადობამდე (GT) გემისათვის – 650 ლარი

50000 და მეტი საერთო ტევადობის (GT)  გემისათვის – 1500 ლარი

50000 და მეტი საერთო ტევადობის  გემისათვის – 1000 ლარი

“;                      

) წესის მე-3 მუხლის  პირველი პუნქტის74ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ74) „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზღვაო საწვრთნელი კურსის/პროგრამის აღიარება:

განცხადების  შეტანიდან  16-დან 20 სამუშაო დღის განმავლობაში – 350 ლარი;

განცხადების  შეტანიდან  10-დან 15  სამუშაო დღის განმავლობაში – 700 ლარი;

შეჩერებული აღიარების განახლება განცხადების  შეტანიდან  10  დღის განმავლობაში – 170 ლარი;

აღიარების სერტიფიკატში ცვლილების შეტანა განცხადების შეტანიდან 10 დღის ვადაში – 260 ლარი.

შენიშვნა: ოცი დღის განმავლობაში შესაძლებელია განაცხადის შემოტანა არაუმეტეს ხუთი სასწავლო-საწვრთნელი კურსის/პროგრამის აღიარებაზე.“;

) წესის მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „85“ „86“, „87“ „88“  „89“, „90“, „91“   და92ქვეპუნქტები:

„ჰ85) შიდა ნაოსნობის გემების წიგნში დარეგისტრირებული 100 და მეტი საერთო ტევადობის (GT)  გემის  სახომალდო რადიოსადგურის მოწმობის გაცემა – 260 ლარი.

86) შიდა ნაოსნობაში ჩართული 100 და მეტი  საერთო ტევადობის  გემისთვის საგამონაკლისო  (Exemption) დოკუმენტის გაცემა – 300 ლარი;

87) 100 საერთო ტევადობამდე (GT) გემებისათვის საგამონაკლისო (Exemption) დოკუმენტის გაცემა – 100 ლარი.

88) სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, დასვენებისა და უქმე დღეებში გემის განმეორებითი შემოწმება ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის მიერ – კანონმდებლობით დადგენილ ვადაში – 2000 ლარი;“

89) საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნში, ბერბოუტ-ჩარტერის გემების წიგნში ან  მშენებარე გემების წიგნში რეგისტრირებული 100 საერთო ტევადობაზე (GT) ნაკლები გემებისათვის  მოწმობის/დოკუმენტების დამოწმებული ასლის გაცემა – 15 ლარი.

90) საზღვაო კოდექსის მე-40 მუხლის  მე-4 ან/და მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნებართვის გაცემა საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული შიდა ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებისათვის:

3-დან  10 დღის განმავლობაში – 20 ლარი;

11-დან 20 დღის განმავლობაში – 10 ლარი.

91)  სხვა ქვეყნის დროშის  სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული გემის მიმართ „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული  ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის სერტიფიკატის“ გაცემა – 270  ლარი;

92)  „საზღვაო კულინარიის“ მომზადების კურსის/პროგრამის აღიარება:

განცხადების შეტანიდან 10-დან 15 სამუშაო დღის განმავლობაში – 1000 ლარი;“;

ლ) წესის მე-3 მუხლის მე-4, მე-6 და  მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  სააგენტოს მიერ დაწესებული საფასურის გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება შემდეგ დაწესებულებებზე: საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ და საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახური.“.

„6.  სახელმწიფო-საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების დამატებითი შემთხვევები.“.

„9. ამ მუხლის პირველი პუნქტის ჭ, ხ, ჯ, ჰ, ჰ1, ჰ5, ჰ12 და ჰ85 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მე-10 დღეს გაწევისას იმ შიდა ნაოსნობის თევზსაჭერ და თევზსარეწ გემებზე, რომელთა ნაოსნობის რაიონიც არ აღემატება 12 საზღვაო მილს, იმოქმედებს მე-10 დღის საფასური შემდეგი სახით:

ჭ) მე-10 სამუშაო დღე                         – 70 ლარი

ხ) მე-10 სამუშაო დღე                          – 80 ლარი

ჯ)მე-10 სამუშაო დღე                          – 60 ლარი

ჰ) მე-10 სამუშაო დღე                          – 80 ლარი

1) მე-10 სამუშაო დღე                        – 60 ლარი

5) მე-10 სამუშაო დღე                        – 60 ლარი

12) მე-10 სამუშაო დღე                       – 60 ლარი

85)  მე-10       სამუშაო დღე                – 70 ლარი.“;

მ) წესის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. სააგენტოს მიერ დაწესებული გემის მომდევნო წლის რეგისტრაციის განახლების საფასურის გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული იმ გემის მიმართ, რომლის გემთმფლობელიც გემის სარეგისტრაციო წლის განმავლობაში დაასაქმებს საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეზღვაურებს, არანაკლებ ეკიპაჟის შემადგენლობის მინიმუმ 10%-სა.“;

ნ) წესის მე-4 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21.  სააგენტოს მომსახურებით დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მომსახურების მიღების შემდეგ ოცდაათი კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხადოს მომსახურების საფასური, თუ გაწეული მომსახურებისათვის გადასახდელი თანხის უზრუნველსაყოფად პირი წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ეროვნულ ვალუტაში გაცემულ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიას  18 000 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი ქობულია