დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ'' სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5 |
დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 08/02/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/02/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.120.016321 |
|
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ'' სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა; 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის; ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ა" ქვეპუნქტის და "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა "სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №48 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 26/12/2018, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.120.016315), ცვლილებების შეტანის საკითხი დაადგინა:
|
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება "სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №48 დადგენილებაში.
|
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ'' სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის №44 დადგენილება. (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 25/12/2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.120.016263).
|
მუხლი 3 |
"სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №48 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
,,4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 1 226,5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. 4.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები – 109,5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები. 4.1.1 ა(ა)იპ – საზოგადოებრივი "ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრი" – 109,5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 01 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ”საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება:
4.2 სოციალური პროგრამები –1 117,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეულ შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრულველყოფას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურეობის ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. 4.2.1 ა(ა)იპ სახლი „თანადგომა” – 170,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 01) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა:
4.2.2 ა(ა)იპ – სატრედიის მუნიციპალიტეტის ”სათნოების სახლი ” – 97,7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02 ) ქვეპროგრამის აღწერა: მარტოხელა მიუსაფარ მოხუცებს ადგილზე გაეწიოთ მზრუნველობა, კერძოდ: სხვადასხვა სახის აუცილებელი დახმარება, საყოფაცხოვებო-სოციალური პირობებით უზრუნველყოფა, დღე-ღამის განმავლობაში სამჯერადი კვება, შემოსვა, სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, მედპერსონალისა და სანიტართა სადღეღამისო მორიგეობა, მათი ინტერესების დაცვა და წარმოჩენა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, მათი ჩაბმა საზოგადოებრივად აქტიურ საქმიანობაში. 4.2.3 დედათა და ბავშვთა დახმარების პროგრამა – 194,0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 06 02 03) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სამტრედიის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. - პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: 1. ახალშობილთა დახმარება 1. ერთჯერადად 100 (ასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ პირველი და მეორე შვილი. 2. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ მე-3 შვილი, ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 3. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ მე-4 შვილი, ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ 250 ლარის ოდენობით. 4. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ მე-5 შვილი და მეტი, ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ 400 ლარის ოდენობით. 5. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ ტყუპები დაფინანსებას მიიღებენ თითოეულ შვილზე: პირველი და მეორე შვილისა და მეორე და მესამე შვილის შეძენის შემთხვევაში – 200 ლარს, მესამე და მეოთხე შვილის და მეტის შემთხვევაში – 400 ლარს. 6. ახალშობილთა ერთჯერადი დახმარება გაიცემა, თუ ახალშობილი დაიბადა 2018 წლის 1 სექტემბრის შემდეგ და დახმარება არ აქვს აღებული. 2. მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ( 4 ან მეტი შვილი 18 წლამდე ) ფულადი დახმარება ითვალისწინებს მრავალშვილიანი მშობლებისთვის ყოველთვიურ დახმარებას 20 ლარი თითოეულ ბავშვზე). 4.2.4 სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება – 641,3 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სამტრედიის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. -პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: 1. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურება – მოქალაქეთა ოპერაციების დაფინანსება – მოქალაქე, რომელიც დაავადებულია გულსისხლძარღვთა დაავადებით, ონკოლოგიური დაავადებით, გინეკოლოგიური დაავადებით და ასევე სხვა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებით და საჭიროებს გადაუდებელ ოპერაციას, ქიმიოთერაპია, კოქსართროზი, გონართროზი, ანევრიზმა, თრომბოფლებიტიდა სხვა დაავადებების სტაციონარული მკურნალობა (თანადაფინანსებით პაციენტის გადასახდელი თანხის 50%, განსაკუთრებულ შემთხვევაში პიროვნების სოციალური სტატუსისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით თანადაფინანსების 70-100%-ით) დაფინანსდეს 100-დან-500 ლარამდე. (დაფინანსებას მიიღებენ მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200000-ს, ან შუამდგომლობა მერის წარმომადგენლის, მოქალაქის მძიმე სოციალურეკონომიური მდგომარეობის შესახებ). – მოქალაქეთა სამედიცინო გამოკვლევის დაფინანსება - მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევებს, დიაგნოსტიკას, კომპიუტერულ კვლევას, მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას, PET (პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია) -კვლევას, (თანადაფინანსების 50 %, განსაკუთრებულ შემთხვევაში პიროვნების სოციალური სტატუსისა და სხვა გარემოებათა გათვალსწინებით თანადაფინანსების 70-100%), დაფინანსდეს 100-დან -300 ლარამდე. (დაფინანსებას მიიღებენ მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს, ან შუამდგომლობა მერის წარმომადგენლის, მოქალაქის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ). 2. მარტოხელა მშობლების დახმარება. 1. ერთჯერად დახმარებას მიიღებენ მარტოხელა მშობლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სამოქალაქო რეესტრში. ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში მიიღებენ 150 ლარიან დახმარებას, ორი შვილის შემთხვევაში 200 ლარიან დახმარებას, სამი და მეტი შვილის შემთხვევაში 300 ლარიან დახმარებას (შვილის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 18 წელს) 3. სტუდენტების დახმარება – უმაღლეს სასწავლებლის სტუდენტებს 500 ლარით გაეწევათ ერთჯერადი დახმარება შემდეგ შემთხვევაი; ა) დედ-მამით ობოლი; ბ) მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილიანი) ოჯახებიდან; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული 0-დან 65000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა. 4. უდედმამო ბავშვების დახმარება მოსარგებლე 18 წლამდე ბავშვები, რომლებსაც გარდაეცვალა მშობლები, ან ბავშვები, რომელთა მშობლების ადგილსამყოფელი უცნობია და ზრდის მეურვე ან მზრუნველი. – უდედმამო ბავშვებზე 0-დან 18 წლის ჩათვლით დახმარება გაიცემა ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით. 5. ასი და მეტი წლის ასაკის უხუცეს დღეგრძელთა დახმარება 1. ერთჯერად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ სამტრედიის მუნიციპალიტეტისა და ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი. 6. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) სოციალური დახმარება - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 200 (ორასი) ლარიან სოციალურ დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახები და ომის მონაწილეები. ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდები; ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები; - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 100-ლარიან სოციალურ დახმარებას მიიღებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები, მარჩენალდაკარგულები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებული, რომლებიც წარმოადგენენ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 200000 სარეიტინგო ქულა. 7. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; - ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: ა) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; გ) თანხა გაიცემა 250 ლარის ოდენობით. 8. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებისას სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთა ფინანსური დახმარება ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის აფეთქებისას სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთადა გარდაცვლილ ოჯახის წევრთა ფინანსური 200- 200 (ორას-ორასი) ლარიანი დახმარება 26 აპრილს. 9. დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების დახმარება ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ჰემოდიალიზზე მყოფი ბენეფიციარების დახმარებას თითოელისათვის 200 ლარი ყოველთვიურად. 10. ლეიკემიით, ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით, დიაბეტით და აუტიზმით დაავადებულ ბავშვთა ფინანსური დახმარება. 1. ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფინანსური დახმარება; ითვალისწინებს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) აღრიცხვას და ყოველთვიურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით; 2. ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების (18 წლამდე) ფინანსური დახმარება; ითვალისწინებს ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) აღრიცხვას და ყოველთვიურ დახმარებას 50 ლარის ოდენობით; 3. დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების (18 წლამდე) ფინანსური დახმარება; ითვალისწინებს დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების ერთჯერად ყოველთვიურ დახმარებას დახმარებას 50 ლარის ოდენობით. 4. დიაბეტით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების (18 წლამდე) ფინანსური დახმარება; ითვალისწინებს დიაბეტით დაავადებული ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას 50 ლარის ოდენობით. 5. ნივთიერებათა ცვლის მოშლით მიმდინარე დაავადებები, ჰიპერალანინემია და სხვა იშვიათი დაავადების მქონე ბავშვები (18 წლამდე) ფინანსური დახმარება; ითვალისწინებს აღნიშნული დაავადებით დაავადებული ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას 50 ლარის ოდენობით. 11. 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილ მეომართა ოჯახების ფინანსური დახმარება; ითვალისწინებს 2008 წელს გარდაცვლილ მეომართა ოჯახის წევრების ერთჯერადად დაფინანსებას – 500 ლარით. 12. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება 1. ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო, სმენადაქვეითებულ- ყრუ-მუნჯ მოქალაქეებს 200 ლარის ოდენობით. 2. ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახერხებებ დამოუკიდებლად გადაადგილებას, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს: ეპილეფსია, გონებრივი ჩამორჩენილობა (დაუზუსტებელი) 150 ლარის ოდენობით. 3. ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ასევე ფსიქონერვული და შიზოფრენიით დაავადებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, 100 ლარის ოდენობით. 4. ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემათ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებს 18 წლამდე 200 ლარის ოდენობით. 5. ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემათ ლეიკემიით, ცერებრალური დამბლით და დაუნით სინდრომით დაავადებულ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებს 200 ლარის ოდენობით. 13. ერთჯერადი დახმარება განსაკუთრებულ შემთხვევაში; 1. ოჯახებს, რომელთაც შექმნილი აქვთ განსაკუთრებულად მძიმე სოციალური მდგომარეობა (ტრაგედია, უბედური შემთხვევა, კატასტროფა და სხვა), ერთჯერადი დახმარების ოდენობა განისაზღვოს მერიაში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების მიერ, რომლის ოდენობაც განისაზღვროს (100 -500 )ლარის ოდენობით. 2.ოჯახები, რომლებიც დგანან სიღატაკის რისკის ქვეშ (ენგრევათ საცხოვრებელი სახლი, ან საჭიროებენ გადაუდებელ მინიმალურ სარემონტო სამუშაოების ჩატარებას ) ერთჯერადი ფინანსური დახმარების ოდენობა განისაზღვროს მერიაში შექმნილი კომისიის მიერ (100-500) ლარის ოდენობით. 3. მოქალაქეები, რომლებიც არიან მარტოხელები, ფსიქიურად დაავადებულები, შეჭირვებულები, არასაპენსიო ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არიან შრომისუუნარონი მერიაში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცეთ ყოველთვიური ფინანსური დახმარება 30 ლარის ოდენობით. 4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები ოჯახები, რომლებიც დახმარების მოთხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს (არიან მრავალი და მცირეწლოვანი შვილებიანი ოჯახები, უსახლკარონი, მარტოხელა მშობლები, მარჩენალდაკარგულები და ოჯახები, რომელთაც არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ ოჯახის სარჩენად და სხვა) ერთჯერადი დახმარების ოდენობა განისაზღვროს მერიაში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით 100- 150 ლარის ოდენობით. 5. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები ოჯახებს, რომელთაც დაეწვათ საცხოვრებელი სახლი 2019 წელს ან 2018 წლის დეკემბრის თვეში და არ აუღიათ დახმარება - ერთჯერადი ფინანსური დახმარების ოდენობა განისაზღვროს მერიაში შექმნილი კომისიის მიერ, სიმძიმის მიხედვით 500- 2000 ლარის ოდენობით. 14. სოციალურად დაუცველი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ფინანსური დახმარება -ერთჯერადი მატერიალური დახმარება 150 ლარის ოდენობით, გაეწევათ სოციალურად დაუცველი, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებს და ოჯახის წევრებს, რომელთა სარეინტიგო ქულა შეადგენს 0-200000-მდე. 15. წითელი ჯვრის თანადაფინანსება სოციალურად იზოლირებული და სოციალურად დაუცველი ოჯახების უმწეობის (ხანდაზმულები 60 წლის ზემოთ და ახალგაზრდები 15-27 წლამდე) შემცირებისა და ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი რესურსების გამოყენება მათი უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაძლიერების, განვითარების, საკუთარი ღირსებისა და თვითდაჯერებულობის გრძნობების ამაღლების მიზნით მათი ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში. 16. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შეაძლებლობის მქონე ბენეფიციარებზე მომუშავე ორგანიზაციის ხელშეწყობა. 1. დღის ცენტრის კომუნალური ხარჯების თანადაფინანსება, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მოქმედი 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შეაძლებლობის მქონე ბენეფიციარებზე მომუშავე ორგანიზაციის ხელშეწყობა. 2019 წლის განმავლობაში თანადაფინანსების პრინციპით ანაზღაურდება კომუნალური ხარჯები (ელექტრო ენერგია, გაზი, წყალი), ორგანიზაციის მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე თანხა ჩაირიცხება მათ ანგარიშზე. თანხა თვეში არაუმეტეს 300 ლარისა. 17. მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ მოქალაქეებზე საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა 18. სამკერვალო საწარმო „გვირილა“-ში დასაქმებულ შშმ ქალების დახმარება ტრანსპორტირების კუთხით 19. სხვადასხვა სოციალურ-კულტურული ღონისძიებების ხარჯები 20. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ხანდაზმულების, მრავალშვილიანების, შშმპ ღონისძიებების ტრანსპორტირების ხარჯები 4.2.5 დაკრძალვის ხარჯი - 6.0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამის/ქვეპროგრამის განმხორციელებელი: სამტრედიის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. -პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალსწინებულია: სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის თანხა მ.შ. ტრანსფერით 4,0 ათასი ლარი . - ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეთა დაკრძალვის ხარჯი 250 ლარის ოდენობით. 4.2.6 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ფინანსური დახმარება 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით – 8,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 06) პროგრამის/ქვეპროგრამის განმხორციელებელი: სამტრედიის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. -პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 400 (ოთხასი) ლარიან სოციალურ დახმარებას და ასევე 100-100 ლარიან სასაქონლო ფორმით დახმარებას მიიღებენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები (9 მაისის დღესასწაულზე )''. |
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები