„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/02/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 24/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.120.016320
4
08/02/2019
ვებგვერდი, 11/02/2019
190020020.35.120.016320
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2019 წლის 8 თებერვალი

ქ. სამტრედია

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ'' სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტისა; 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის;   ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,დ.ა" ქვეპუნქტის შესაბამისად განიხილა  ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის  განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ'' სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის №27 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო ვებგვერდი   11/06/2018,      სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.120.016294),  ცვლილებების შეტანის საკითხი დ ა ა დ გ ი ნ ა:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის  განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ'' სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის №27 დადგენილებაში.

 

მუხლი 2
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის  განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ'' სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის N27 დადგენილების  დანართი N1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი N1

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის  განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

 

მუხლი1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის  განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ხარჯის ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)

საკრებულოს  წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ი -  427,50 ლარი’’

მუხლი 2. საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის  განხორციელებასთან დაკავშირებული   ხარჯის ანაზღაურება.

1. საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) აუნაზღაურდება საკრებულოს სხდომებზე დასწრების, საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის, ამომრჩეველთა მიღების, ამომრჩეველთა შეხვედრის, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვასთან დაკავშირებული გონივრული (მატერიალური) ხარჯი, რომლის გაწევაც მას მოუხდება ზემოთ ჩამოთვლილი უფლებამოსილების განხორციელებისას.

2. საკრებულოს ყოველი თვის არაუგვიანეს 25  რიცხვისა, საკრებულოს აპარტში წარმოადგენს მოსახლეობასთან შეხვედრის დამადასტურებელ ოქმს/ოქმებს.

3 .  ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის პირველი რიცხვიდან მიმდინარე თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით.  საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრისათვის განსაზღვროს ხარჯის ანაზღაურების ნაკლები ოდენობა.

მუხლი 3. საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)  ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა.

მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვიურად ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს განკარგულების ან/და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით ახდენს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას''.

მუხლი 3
დამტკიცდეს  ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის  განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ'' დანართი №2 შემდეგი რედაქციით:
     
 

 

 
                 

N

საკრებულოს წევრების სახელი, გვარი

საკრებულოს სხდომების რაოდენობა/ დასწრება

საკრებულოს კომისიების სხდომების რაოდენობა / დასწრება

ფრაქციების სხდომების რაოდენობა / დასწრება

ამომრჩევლებთან შეხვედრების რაოდენობა

საკრებულოს სხვა დავალებების შესრულება

სულ ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა (ლარი)

 
 

 

1

2

3

4

 

8

9

 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 
                 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
                 

 

საკრებულოს აპარატის უფროსი:

 ________________ _________

 

(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)

 

ცხრილის შევსების თარიღი: „-----“ ------------------“ -------- წელი “.

 

 

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია