„მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 08/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016040
32
08/02/2019
ვებგვერდი, 11/02/2019
290160000.60.072.016040
„მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №32

2019 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 და 41 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ №02 ბრძანებით დამტკიცებულ „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ანგარიშგებ(ებ)ის ან/და სხვა ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის დადგენილი წესით და/ან დადგენილ ვადებში სამსახურში წარუდგენლობის  შემთხვევაში, მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.“.

2. წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ანგარიშგებ(ებ)ის ფორმაში არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.”.

3. წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მზღვეველის ადგილზე შემოწმების პროცესში სამსახურისათვის არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, როდესაც ცდომილების ოდენობა აღემატება ამ მზღვეველის ადგილზე შემოწმების თაობაზე სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ არსებითობის ზღვარს, ან/და შემოწმების ჯგუფის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“.

4. წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამსახურში წარმოდგენილ ანგარიშგების ფორმებთან დაკავშირებით სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის და/ან დაზუსტებული ანგარიშგების მითითებულ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“.

5. წესის მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ მუხლი:

„მუხლი 31. მზღვეველისათვის დასაკისრებელი ფულადი ჯარიმის ოდენობა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 3 აპრილის “მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ №18 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციით“ დადგენილი სპეციალური მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის

მზღვეველი ინსტრუქციით დადგენილი ქვემოთ ჩამოთვლილი  მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის  ჯარიმდება შემდეგი ოდენობით: 

ა) სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზების ეტაპისათვის დადგენილი თითოეული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

ბ) დაზღვევის ხელშეკრულების დადების ეტაპისათვის, დადგენილი თითოეული მოთხოვნის დარღვევის შეთხვევაში – 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

გ) ინსტრუქციით გათვალისწინებული მომხმარებლის განცხადების/გამოხატული უკმაყოფილების პრეტენზიად კვალიფიცირების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

დ) პრეტენზიის შესწავლის შედეგების შესახებ მომხმარებლისათვის ინსტრუქციით დადგენილი პასუხის მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ე) სამსახურში მომხმარებელთა პრეტენზიების შესახებ ყოველთვიური ანგარიშგების ფორმაში პრეტენზიის მიუთითებლობის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამასთან, ამ ნორმის მიზნებისთვის მიუთითებლობად არ ჩაითვლება უკმაყოფილებისათვის პრეტენზიად კვალიფიცირების ვალდებულების დარღვევა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი თუთარაშვილი