დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/02/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.021048 |
|
„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში (სსმ, №10, 28/01/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების“:
1. მე-2 მუხლის: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ბ) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მატერიალიზებული ვაუჩერი – სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების ასანაზღაურებლად გამოყენებული მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს. ვაუჩერი განკუთვნილია მომსახურების დაფინანსებისათვის ერთი წლის განმავლობაში და შედგება ცალკეული თვისათვის განკუთვნილი 12 ტალონისაგან, რომლის ფორმა მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირის სააღმზრდელო დაწესებულებაში (გარდა მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა), აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.“; ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად, მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს, ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, წარუდგენს ვაუჩერის შესაბამის ტალონს, რის საფუძველზეც სააგენტო უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების დაფინანსებას. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება. ვაუჩერის ერთ ტალონზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა შშმ პირთა (მ.შ. ბავშვთა) დღის ცენტრში შეადგენს 290 ლარს, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დღის ცენტრში – თვეში 480 ლარს, ხოლო 6-იდან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში − ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარული დღეების (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით) რაოდენობაზე. ამასთან: ა) თუ ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (გარდა არდადეგებისა) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით 13 ლარზე – შშმ პირთა (მ.შ. ბავშვთა) დღის ცენტრის შემთხვევაში − 22 ლარზე – მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა შემთხვევაში, ხოლო 6-იდან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში, გაცდენილ დღეთა რაოდენობა 5-ზე მეტია, ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით დღიური ანაზღაურების ოდენობაზე; ბ) მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის თვის 15 რიცხვის ჩათვლით, სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების წინა თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით (2019 წლის 1 სექტემბრამდე); გ) მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით, სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით. ასევე სააგენტოს უნდა წარუდგინოს მომსახურების გაწევის წინა თვის ტალონები. ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება (2019 წლის 1 სექტემბრიდან); დ) დღის ცენტრის მომსახურება ბენეფიციარებს სტაბილურად მიეწოდებათ ყოველდღიურად, შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა. ასევე დასაშვებია მუშაობის დროებითი წყვეტა არდადეგების სახით − წლის განმავლობაში არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა. მიმწოდებლის მიერ გამოცხადებული არდადეგების დღეები არ ანაზღაურდება. 7. არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას, სააგენტო უზრუნველყოფს მცირე საოჯახო ტიპის სახლში, სათემო ორგანიზაციაში ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით და ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე, ხოლო დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებას, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ბოლომდე, მომსახურების მიღების თვეში ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად მცირე საოჯახო ტიპის სახლში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 10 ლარით, მაგრამ არა უმეტეს ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა.“. 3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. მომსახურების დაფინანსების (თანადაფინანსების) პირობები და სამიზნე ჯგუფები 1. ქვემოთ ჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციაში გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) მოხდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებული (შესწავლილი) იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის: ა.ა) არ აღემატება 65 000 ქულას – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი)) – დღეში 16 ლარის ოდენობით, სათემო ორგანიზაციაში − დღეში 20 ლარის ოდენობით, სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარს − დღეში 30 ლარის ოდენობით; ა.ბ) არის 65 001 ქულიდან 100 001 ქულამდე – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატის (რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი)) ბენეფიციარები გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 3 ლარს, სათემო ორგანიზაციაში − დღეში 4 ლარს, სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარები − დღეში 8 ლარს; ა.გ) არის 100 001 ქულიდან 150 001 ქულამდე – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატის (რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი)) ბენეფიციარები გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 5 ლარს, სათემო ორგანიზაციაში − დღეში 6 ლარს, სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარები − დღეში 10 ლარს; ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატიდან, სათემო ორგანიზაციიდან და სააღმზრდელო დაწესებულებიდან გადმოყვანილ ბენეფიციარებს, აგრეთვე ამ სპეციალიზებულ დაწესებულებებში მცხოვრებ ბენეფიციარებს გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) გაუგრძელდეთ იგივე პირობებითა და ოდენობით; გ) ბენეფიციართა სრულ შეფასებამდე, ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციებში მცხოვრებ ბენეფიციარებსა და ფონდის ფილიალებში გადაუდებელი წესით მოთავსებულ ბენეფიციარებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციაში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი)) – დღეში 16 ლარის ოდენობით, სათემო ორგანიზაციაში − დღეში 20 ლარის ოდენობით, სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარებს − დღეში 30 ლარის ოდენობით; დ) ბენეფიციარები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ამ პუნქტის „ა“ − „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ არცერთ კატეგორიას, გაწეული მომსახურების საფასურს იხდიან საკუთარი სახსრებით, სრულად – დღეში 16 ლარის ოდენობით, სათემო ორგანიზაციებში − 20 ლარს, სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარები − დღეში 30 ლარის ოდენობით. 2. სააღმზრდელო დაწესებულებასა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ სრულად. ამასთან, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის ფლობა არ უკავშირდება სახელმწიფო დაფინანსების ვალდებულებას. 3. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ 18 წელს ზემოთ შშმ პირების დღის ცენტრში გაწეული მომსახურება დაფინანსდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არ აღემატება 100 000-ს – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად, თვეში 290 ლარის ოდენობით; ბ) დანარჩენ შშმ პირებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ 80%-ით – თვეში 232 ლარის ოდენობით, ხოლო გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან თვეში 58 ლარს. ამასთან, თუ წინა თვეში ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (მ.შ. არდადეგებისა) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით 10.5 ლარზე. 4. დღის ცენტრში შშმ ბავშვებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად, თვეში 290 ლარის ოდენობით. 5. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ბავშვთა დღის ცენტრში (გარდა მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრისა) გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ სრულად, დღეში 6 ლარის ოდენობით. 6. მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელის შშმ სტატუსის დადგენის, დაკარგვის, გაუქმების შემთხვევაში, დაფინანსება იცვლება რეგიონული საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები