დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.021046 |
|
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (3874-რს; 06/12/2018) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2018, 010240030.10.003.020789) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.გ) საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა;“. 2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ინტეგრაციის სფეროში – შესაბამის კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა.“. 3. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის პოლიტიკის შემუშავება, შესაბამისი მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;“. 4. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისათვის პასუხისმგებელ სახელმწიფო ან/და კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობით საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, აგრეთვე საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა, ამ პროგრამებში მათი ჩართვის ხელშეწყობის გზით;“. 5. მე-18 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის პოლიტიკის შემუშავება, შესაბამისი მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;“. 6. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) შესაბამის კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება, ინტეგრაციის ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები