„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 03/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.021045
30
07/02/2019
ვებგვერდი, 08/02/2019
280120000.10.003.021045
„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №30

2019 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს   მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 03/08/2015; 280120000.10.003.018767) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ადმინისტრირებად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა), რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლია ან არ აღემატება 70 000-ს (სოციალურად დაუცველი ოჯახები), დახმარების მიზნით გაიცეს სუბსიდია მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით (1კვტ/სთ-ზე 3.95064 თეთრის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით).“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ამ დადგენილების შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის სუბსიდიით სარგებლობის წესი და პირობები დამატებით განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. ამ დადგენილებით განსაზღვრული ელექტროენერგიის სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

 


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე