„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 480040030.10.003.021044
29
07/02/2019
ვებგვერდი, 08/02/2019
480040030.10.003.021044
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №29

2019 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების   შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/12/2013, 480040030.10.003.017482) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იმ ქვეყნების ნუსხის, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები“ (დანართი №2):

1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს    საელჩო    ეგვიპტის    არაბთა    რესპუბლიკაში    აკრედიტებულია   სირიის არაბთა რესპუბლიკაში, ტუნისის რესპუბლიკაში, ლიბიასა და ჩადის რესპუბლიკაში.“.

2. 25-ე და 26-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. საქართველოს საელჩო ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში აკრედიტებულია ჯიბუტის რესპუბლიკაში, სეიშელის რესპუბლიკაში, სომალის ფედერაციულ რესპუბლიკაში, კენიის რესპუბლიკაში, ტანზანიის გაერთიანებულ რესპუბლიკაში, სამხრეთ სუდანის რესპუბლიკაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, უგანდის რესპუბლიკაში, რუანდის რესპუბლიკასა და ბურუნდის რესპუბლიკაში.

26. საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აკრედიტებულია მადაგასკარის რესპუბლიკაში, ზამბიის რესპუბლიკაში, მოზამბიკის რესპუბლიკაში, ზიმბაბვეს რესპუბლიკაში, ბოტსვანის რესპუბლიკაში, მავრიკის რესპუბლიკაში, ლესოტოს სამეფოში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ანგოლის რესპუბლიკაში, ნამიბიის რესპუბლიკაში, სვაზილენდის სამეფოსა და მალავის რესპუბლიკაში.“.

3.  31-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულია ანტიგუა და ბარბუდაში, სენტ-ვინსენტი და გრენადინებში, სენტ-ლუსიაში, დომინიკის თანამეგობრობასა და სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაციაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე