დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2 |
დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 08/02/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.127.016315 |
|
,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 დეკემბრის №37 დადგენილების (ვებგვერდი, 21/12/2018 წ., სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.127.016310) 1-ლ, მე-2, მე-3, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-14, მე-17 და მე-18 მუხლებში და დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
თავი I
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 14260,5 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 406,2 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 11150,7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5666,6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5716,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 50.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით:
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -2556,8 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -2789,5 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0 ათასი ლარის ოდენობით.
3. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 2789,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულების ცვლილება -232,7ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულების კლება 232,7 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 406,2 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 100.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 130.0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 10.0 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად (მოსწავლეთა ტრენსპორტირება) 166,2 ათასი ლარი. თავი II მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება – 176,8 ათ. ლარი (პროგრამულიკოდი 02 00) 2. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა – 176,8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 03) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება 16-17 წლის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა და რეზერვისტთა მობილიზება, წვევამდელთა შეკრება ხოლო შემდგომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევის მიზნით, გაწვევის პუნქტამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მოსალოდნელი შედეგები: 1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ„ საქართველოს ორგანული კანონის „სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ, სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ და „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის უზრუნველყოფა. 2. სამხედრო სამსახურისათვის მომზადება, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა. 3. მობილიზაცია და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. შეფასების ინდიკატორი: 1. სამხედრო მომზადების სრულყოფა. 2. წვევამდელთა პატრიოტული აღზრდა. 3. რეზერვისტების სრული მობილიზაცია და გადამზადება 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 6704,8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითერბისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ქალაქის საცხოვრებელი უბნების, ეზოების, დასასვენებელი პარკებისა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების კაპიტალური შეკეთება და ეზოების კეთილმოწყობა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების აღდგენა-რეაბილიტაცია, სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება, გზების კაპიტალური შეკეთება. კერძოდ მოხრეშვა-მოშანდაგება, ნაწილობრივ ასფალტო ფენილის გზების დაგება, მარტივი ტიპის წყალსადენების მოწყობა, არსებული ხიდების შეკეთება და რეაბილიტაცია. საავტომობილო ტრანსპორტი და გზები – 4551,3 ათ. ლარი(პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული გზების რეაბილიტაცია-კაპიტალური შეკეთება, კერძოდ: მოხრეშვა-მოშანდაგება, ნაწილობრივ ასფალტო ფენილით გზების დაგება ,არსებული ხიდების შეკეთება და რეაბილიტაცია. მოსალოდნელი შედეგები: მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა; მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება. შეფასების ინდიკატორი: რეაბილიტირებული გზების რაოდენობა; რეაბილიტირებული ხიდების რაოდენობა. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია – 1830,4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება და ექსპლოატაცია. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება. 2.1 ა(ა)იპ – დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი – 1627.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 01) აღნიშნულ ღონისძიებებს ახორციელებს ა(ა)იპ – დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა დასუფთავება და ნარჩენების გატანა ნაგავსაყრელამდე, გარე ქსელში ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან განთავისუფლება. ხელმცენარეების ყვავილების მოვლა-პატრონობა, სანაგვე ურნებისა და საბაღე სკამების აღდგენა, მწვანე საფარის მუდმივი განახლება, დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. მუნიციპალიტეტის მერის დავალებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა სამუშაოების შესრულება. სანიაღვრე არხის გაწმენდა და მოვლა-პატრონობის ორგანიზება. ქ. ზესტაფონში არსებული სკვერების გაზონებისა და ბაღების მოვლა-პატრონობა. ქუჩების გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობა, ქალაქის ტერიტორიაზე უზედამხედველო პირუტყვისა და უპატრონო შინაური ცხოველების აღკვეთა ორგანიზება. სხვადასხვა სტიქიური მოვლენების (დიდთოვლობა, წყალდიდობა, ნიაღვარი ღვარცოფი მეწყერი და სხვა.) დროს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე გზებისა და მოედნების გაწმენდის ორგანიზება. სერვის ცენტრში დასაქმებულია 138 საშტატო ერთეული. მოსალოდნელი შედეგები: -ქალაქის ეკოლოგიური და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება; -მაწანწალა ცხოველების რაოდენობის შემცირება; შეფასების ინდიკატორი: -ქალაქის დასუფთავების და ნარჩენების გატანის ინტენსიური მაჩვენებელი; -ქალაქის გარე განათების მომსახურების მაჩვენებელი; -მაწანწალა ცხოველებისაგან დაზარალებულ მაცხოვრებელთა 30%-ით შემცირება. 3. განათლება – 3066,6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ აღზრდას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების გამართული ფუნქციონირება, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია მშენებლობა, სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში ხელი შეეწყობა მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლისგარეშე განათლების დონის ამაღლებას. 3.1. ა(ა)იპ – სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება – 2 493,7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის მიზანია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომელიც ითვალისწინებს: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის გატარებას, სტანდარტების შესაბამისი პროგრამა---მეთოდოლოგიის დახვეწას, კვების უზრუნველყოფას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, მაქსიმალურ გამტარუნარიანობას (ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა, არსებული ბაგა-ბაღების სააღმზრდელო ჯგუფების მოწყობა, დახურული ბაგა-ბაღების შენობის რემონტი და ახალი ბაღების დაფუძნება), მუშა პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება. მოსალოდნელი შედეგები: გაუმჯობესებული და უსაფრთხო სააღმზრდელო გარემო, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, ბაგა-ბაღებში რეგისტრირებულ აღსაზრდელთა ჭარბი რაოდენობის განტვირთვა, მომსახურე პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და დასაქმების ხელშეწყობა. სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა მოსახლეობის ყველა ფენისათვის. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მენეჯმენტის სრულყოფა. შეფასების ინდიკატორი: კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღების რაოდენობა აღსაზრდელთა რაოდენობა 3. ზოგადი განათლების ხელშეწყობა – 496,4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა მოტივიზაციის ამაღლება; ბავშვების ფიზიკური და სულიერი აღზრდა შემდგომში მათი სწორი განვითარების მიზნით; 3.3 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია-მშენებლობა – 76,5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 03) პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო-ბარების რეაბილიტაცია, დახურული ბაგა-ბაღების შენობის რემონტი და ახალი ბაღების დაფუძნება და ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები – 2292,4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პარალერულად, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული და სპორტული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, კულტურული ასევე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა – 1139,4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება-პოპულარიზაცია, ზესტაფონის ნაკრებისა და ასაკობრივი გუნდების მზადება და მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში. სპორტსკოლის, სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციის და კლუბის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. მწვრთნელ-მასწავლებელთა და წარმატებული სპორტსმენი ბავშვების წახალისება. სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომი რეაბილიტაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის. სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია, მატერიალურ ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სპორტული დანიშნულების ობიექტების, დარბაზებისა და სტადიონების შეკეთება, აღდგენა, მშენებლობა. მოსალოდნელი შედეგები: ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შეფასების ინდიკატორი: ჩატარებული სპორტული ღონისძიებების რაოდენობა; სპორტის სხვადასხვა სახეობაში მედალოსან სპორტსმენთა რაოდენობა. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა – 978,5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული პროექტების განხორციელების მიზანია მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება, ღვაწმოსილი ადამიანების სათანადო დაფასება, დაძმობილებულ ქალაქებთან კულტურული ურთიერთობების შენარჩუნება და გაცვლითი ღონისძიებების განხორციელება. სახელმწიფო, სახალხო და რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნა. ტრადიციების შენარჩუნების გათვალისწინებით, მოსახლეობისა და ტურისტებისათვის სასიამოვნო და დაუვიწყარი გარემოს შექმნა, რაც დღესასწაულების ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებითაა შესაძლებელი. სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულებების განვითარება, როგორიცაა თეატრი, სახვითი ხელოვნება, სამუსიკო სფერო, ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების ტრადიციების დაცვა, ხელოვნების წარმომადგენელთა წახალისება-წარმოჩენა სხვადასხვა პროექტის განხორციელების გზით. ფესტივალების, კონკურსების, კონცერტებისა და გამოფენების მოწყობა-ხელშეწყობა. ქორეოგრაფიისა და ქართული ფოლკლორის განვითარების მიზნით მასტერკლასების ჩატარება მოწვეული მაღალი პროფესიული ოსტატობის მქონე სპეციალისტების მიერ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, სხვადასხვა დარგის ხანდაზმული ადამიანების პატივისცემის ნიშნად შეხვედრების მოწყობა. მათ შორის საიუბილეო ღონისძიებების დაგეგმვა-ჩატარება. მნიშვნელოვანი, ისტორიული თარიღების აღსანიშნავი კულტურული ღონისძიებების ორგანიზება. სხვადასხვა შემოთავაზებულ პროექტებში თანამონაწილეობა („ცოცხალი წიგნები“, „ქუთაისქალაქობა“). მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში სხვადასხვა თაობის ჩართვა. სხვადასხვა კულტურული ობიექტებისა და ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა, სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების ორგანიზება. კულტურის დანიშნულების ობიექტების შეკეთება, აღდგენა, მშენებლობა. მოსალოდნელი შედეგი საზოგადოების ფართო ნაწილის მონაწილეობა ფესტივლებში და სადღესასწაულო ღონისძიებებში. ღვაწმოსილი ადამიანების დაფასება. ნიჭიერი ადამიანების წარმოჩენა. განვითარებული და გაღრმავებული ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან. შეფასების ინდიკატორები განხორციელებული ღონისძიებებისადმი საზოგადოების ინტერესი. ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა. 4.3. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება – 9.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება ახალგაზრდებისათვის აქტიური დასვენების ღონისძიებები (ბანაკები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვა). 4.4 ეპარქიის ხარჯები – 165.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 04) ხარჯები გათვლილია მარგვეთისა უბისის ეპარქიაში შემავალი ეკლესია-მონასტრების ხელშეწყობისათვის, კერძოდ: ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოს კეთილმოწყობისა და მოვლა-პატრონობისატვის, ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფი ორი საბავშვო ბაღის ფუნქციონირებისათვის საკვების შესაძენად, ეპარქიის ტაძრების ინვენტარის შეძენა-განახლებისათვის, ქ. ზესტაფონში წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის ეზოში მარგვეთისა და უბისის ეპარქიის კუთვნილი ორსართულიანი ნაგებობის,(საპატრიარქოს რეზიდენცია) სარემონტო სამუშაოებისათვის. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 1767 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 მოსახლეობის ჯანდაცვა სულ 110.0 (პროგრამული კოდი 06 01) ა(ა)იპ – „ზესტაფონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მისიაა მუნიციპალიტეტში: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი, რისთვისაც მუნიციპალიტეტში მუშაობს როგორც მუნიციპალური, ასევე სახელმწიფო პროგრამები. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ა(ა)იპ – „ზესტაფონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს, კერძოდ: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები იმუნოპროფილიაქტიკის დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა. იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის შესწავლა/დადგენა. პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები. პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა. დაავადების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა. სანიტარიული ღონისძიებები. ეპიდზედამხედველობის სისტემაში პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, დაგეგმვა და მართვა მიმართულია დაავადებათა შემთხვევების რაოდენობისა და სიხშირის შემცირებისაკენ. დაავადებათა ერთეული და ჯგუფური შემთხვევების დაფიქსირება/პრევენციული ღონისძიებები, დაავადებათა სეზონურობიდან და ციკლურობიდან გამომდინარე, დაავადებათა შემთხვევებზე აქტიური ან პასიური ზედამხედველობის დამყარება, შედეგების დაგროვება, დამუშავება როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად, დაავადებათა სტატისტიკური მაჩვენებლების (მაგ: შობადობა, ავადობა, სიკვდილიანობა) გამოთვლა არის პრიორიტეტული. 5.2 სოციალური პროგრამები – 1657.0 ათასი. ლარი (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურიდახმარებებით უზრუნველყოფას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სოციალური პროგრამები მოიცავს: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები /რეგისტრირებული/ (მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული დევნილი) მოქალაქეებისათვის დახმარების ღონისძიებებს: ოჯახების განვითარების, ცხოვრების პირობების გაუმჯობესების, სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობის და პრევენციული ღონისძიებების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებების ერთობლიობას, აგრეთვე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული თავშესაფრების და მსგავსი გაერთიანებების მიმართ დახმარების ღონისძიებებს, სადაც მიმდინარეობს, მხოლოდ სოციალური ხასიათის მხარდამჭერი ღონისძიებებები და მასში გაერთიანებულია გარკვეული სოციალური სტატუსის მქონე პირთა ჯგუფი (სოციალურიჯგუფი). მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების ფინანსური დახმარება 500.0 ათასი ლარი (პროგრამულიკოდი 06 02 01) 1. ლეიკემიით, ჰემოფილიით და ჰომოზიგოტური B თალასემიით დაავადებულ ბენეფიციართა ფინანსური დახმარება განისაზღვროს 600 ლარით. 2. შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბენეფიციარები: ცერებრალური დამბლით, აუტიზმით და დაუნის სინდრომით დაავადებულ ბენეფიციართა ფინანსური დახმარება განისაზღვროს 500 ლარით. 3. შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები შაქრიანი დიაბეტით (ინსულინ დამოკიდებული) ფსიქიური აშლილობით და სხვა შ.შ.ს მქონე ბავშვების დახმარება განისაზღვროს 200 ლარით. 4. მარტოხელა ოჯახები (დედ-მამა) რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ბავშვი/ბავშვების დახმარება განისაზღვროს 200 ლარით. 5. მრავალშვილიანი ოჯახების (4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) დახმარება განისაზღვროს 500 ლარით. 6. ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური კვლევა 200 ლარი. 7. რადიოაქტიური იოდით მკურნალობა-500 ლარი. 8. ონკოლოგიური ავადმყოფების მკურნალობა (ქიმიო და სხივური თერაპია მედიკამენტები) -200 ლარი. 9. ოფთალმოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისათვის ავასტინის ინიექციის დახმარება -300 ლარი. 10. „განსაკუთრებულ შემთხვევებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ, უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებზე დახმარება“. ოჯახი/პირი დახმარება განისაზღვროს 100-დან არაუმეტეს 500 ლარი, წლიური ბიუჯეტი 148. 0 (ას ორმოცდარვა ათასი ლარი) ათასი ლარი. მოსალოდნელი შედეგები: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. შეფასების ინდიკატორი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სტიმულირება. ეპილეფსითა და პარკინსონით დაავადებულების დახმარება – 149,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02) პროგრამა ითვალისწინებს: ა) მატერიალიზებული ფორმით დახმარების (უფასომედიკამენტების) გაცემას იმ პირების მიმართ, რომელთაც დადგენილი აქვთ დაავადება ეპილეფსია და პარკინსონი და ესაჭიროება ამავე დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები. ბ) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების/მომართვის, სათანადო დოკუმენტაციის და კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად. გ) დასაფინანსებელი მედიკამენტი განისაზღვრება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის (რეცეპტის ) საფუძველზე. დ) დახმარება გაიცემა -პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარზე ყოველთვიური საჭიროების მიხედვით, ყოველ ერთ ჯერზე საჭიროებისას არა უმეტეს ორი დასახელების მედიკამენტისა, რომელთა დაფინანსები სღირებულება თითოეული ბენეფიციარისათვის, ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 100 ლარს. ე) დახმარების თანხა გაიცემა (უნაღდო ანგარიშსწორებით): ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებაზე ანაზღაურების სახით, შემსრულებლის მიერ მოწოდებული დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. მოსალოდნელი შედეგები: მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. შეფასების ინდიკატორი ეპილეფსია-პარკინსონით დაავადებულთა კმაყოფილება. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება – 46.0 ათასი ლარი. (პროგრამული კოდი 06 02 03) პროგრამა ითვალისწინებს: ა) დიალიზის (ჰემოდაპერიტონიალური) პროგრამაში მყოფი ბენეფიციარების ყოველთვიურად დახმარება 100 ლარის ოდენობით. ბ) ფინანსური დახმარება ბენეფიციარს მიეცემა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან დიალიზის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ. (ფ.№ IV-100ა) შეფასების ინდიკატორი ბენეფიციარების სტიმულირება. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეებისათვის „უფასო სადილით“ უზრუნველყოფა – 106,1 ათასი ლარი. (პროგრამული კოდი 06 02 04) პროგრამა ითვალისწინებს: ა) მატერიალური ფორმით დახმარებას (უფასო სადილი) პირის /ოჯახის მიმართ, რომელიც არის ბაზაში რეგისტრირებული პირი/ოჯახი (ოჯახის სოციალური მდგომარეობის შეფასების ქულა არ აღემატება 70 000-ს.) და ამავდროულად არის უკიდურესად გაჭირვებული. ბ) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების/მომართვის და შესაბამისი მოკვლევის მასალების გათვალისწინებით; გ) დახმარება გაიცემა პროგრამაში ჩართულ ყოველ ერთ ბენეფიციარზე დღეში ერთჯერ- უფასო სადილი (მენიუს შესაბამისად); დ) ბენეფიციარისათვის დახმარების მიღების უფლება განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით. ე) დახმარების თანხა გაიცემა (უნაღდო ანგარიშსწორებით) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებაზე ანაზღაურების სახით, შემსრულებლის მიერ მოწოდებული დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. მოსალოდნელი შედეგები: * შიმშილის ნაწილობრივი ან სრული აღმოფხვრა შეფასების ინდიკატორი -შიმშილობის აღმოფხვრა ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა (ახალშობილები) – 90.0 ათასილარი.(პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამა ითვალისწინებს: ფულადი დახმარების გაცემას იმ პირების/ ოჯახების მიმართ რომელთაც შეეძინათ ახალშობილი და არის: სოციალურად დაუცველი ოჯახი-თუ ოჯახი (ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში (ტექსტში შემდეგ – „ბაზაში რეგისტრირებული“) და ოჯახის სოციალური მდგომარეობის შეფასების ქულა არ აღემატება 70 001-ს; (გარდა დევნილისა) ა) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების/მომართვის და სათანადო დოკუმენტაციის შესაბამისად; ბ) დახმარება გაიცემა თუ: გ) ახალშობილი დაიბადა მიმდინარე წლის ან წინა წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში და ახალშობილის ასაკი არ აღემატება 1 წელს; დ) იმავე ახალშობილისათვის ოჯახს არ მიუღია ფულადი დახმარება წინა წლის განმავლობაში; ე) ახალშობილის მშობელი – მამა, რეგისტრირებულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან მამის დაუდგენლობის შემთხვევაში დედა; ვ) დახმარება ბენეფიციარს მიეცემა (ნაღდიანგარიშსწორებით) ყოველ ერთ ახალშობილზე არაუმეტეს ერთჯერ; ზ) ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახზე-პირველ და მეორე ახალშობილზე გასაცემი თანხა 250 ლარი; თ) მე-3, მე-4 და მეტი ახალშობილ ოჯახზე – 250 ლარი; ი) ტყუპი ახალშობილის ოჯახზე გასაცემი თანხა თითოეული ახალშობილისათვის – 250 ლარი. კ) დევნილის ოჯახზე გასაცემი თანხა – 250 ლარი. ქვეპროგრამა „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა“ დახმარება განისაზღვროს – 200 ლარის ოდენობით. პროგრამა ითვალისწინებს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოქალაქისათვის, რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განესაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სასამართლოს ან/ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი მიერ. ქვეპროგრამა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში /თავშესაფარში/ მყოფი პირის /ოჯახის/ თავშესაფარის დატოვების შემდეგ დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. გაეწევა დახმარება – 100 ლარის ოდენობით ყოველთვიურად. მოსალოდნელი შედეგები: მოსახლეობის დემოგრაფიული ფონდის მხარდაჭერა სტიქიით დაზარალებული ოჯახების ფულადი დახმარება – 25.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 06) პროგრამა ითვალისწინებს: ა) ფულადი დახმარების გაცემას სტიქიის (მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი, მეწყერი, ხანძარი, ღვარცოფი, ნიაღვარი, ყინვა და სხვა) შედეგად დაზარალებული პირის/ ოჯახის მიმართ, რომელთაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგათ განვითარებული სტიქიის გამო საცხოვრებელ სახლზე და ამავდროულად ოჯახი განიცდის ეკონომიკურ სიდუხჭირეს. ბ) დახმარება გაიცემა თუ: ბ.ა) სტიქია განვითარდა მიმდინარე ან წინა წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში. ბ.ბ) სტიქიით გამოწვეული ზიანი და ხარისხი დადასტურებულია შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირის (ორგანო, სამსახური, კომისია, სპეციალური ჯგუფი) მიერ. გ) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების/მომართვის, შესაბამისი დოკუმენტაციის და მოკვლევის მასალების გათვალისწინებით. დ) დახმარება ბენეფიციარს მიეცემა (ნაღდი ანგარიშსწორებით) საბიუჯეტო წლის განმავლობაში არა უმეტეს ერთჯერ. ე) გასაცემი თანხის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა შეადგენს – 2000 (ორიათას) ლარს. მოსალოდნელი შედეგები: -სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა. სარიტუალო-გარდაცვლილთა ოჯახების ფულადი დახმარება – 19.0 ათასი ლარი. (პროგრამული კოდი 06 02 07) პროგრამა ითვალისწინებს: ა) ფულადი დახმარების გაცემას, სარიტუალო ხარჯების უზრუნველსაყოფად- თუ გარდაცვლილი პირი, გარდაიცვალა მიმდინარე ან წინა წლის ბოლო 6 თვის პერიოდში, გარდაცვალებიდან გასული არ არის 1 წელი და იყო: ა.ა) ბაზაში რეგისტრირებული (გარდაცვალებამდე 3 თვით ადრე მაინც) და იყო შემწეობის მიმღები. ა.ბ) დევნილის სტატუსის მქონე. ა.გ) უპატრონო მიცვალებული (უპატრონოდ მიიჩნევა პირი, რომელზეც გარდაცვალების მომენტიდან დაკრძალვამდე მზრუნველობას არ იღებს არავინ და კომისიის მიერ დასაბუთებულია გადაუდებელი აუცილებლობა დაიკრძალოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებით). ბ) ფულადი დახმარება მიეცემა დახმარების მიღებაზე უფლებამოსილ პირს, რომელმაც გაიღო დაკრძალვის ხარჯები, მიუხედავად რეგისტრაციის ადგილისა. ბ.ა) არის გარდაცვლილის-მეუღლე, მშობელი, შვილი, შვილიშვილი, შვილიშვილის მეუღლე, და, ძმა, დისშვილი, ძმისშვილი, გერი ან სხვაუფლებამოსილი პირი, რომელმაც გაიღო დაკრძალვის ხარჯი. ბ.ბ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი გაიცემა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ანაზღაურების სახით, შემსრულებლის მიერ მოწოდებული დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. გ) ბენეფიციარი განისაზღვრება- დახმარების მიღებაზე უფლებამოსილი პირის განცხადების/მომართვის შესაბამისად. დ) ფულადი დახმარება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთჯერ: დ.ა) ბაზაში რეგისტრირებული პირის გარდაცვალებისას-გასაცემი თანხა – 200 ლარი. დ.ბ) დევნილის გარდაცვალებისას-გასაცემი თანხა – 200 ლარი. დ.გ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი (უნაღდო ანგარიშსწორებით)-არაუმეტეს – 400 ლარი. სარიტუალო დახმარება გაიცემა ომის მონაწილეების დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებისათვის, თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა. მოსალოდნელი შედეგები გარდაცვლილი სოციალურად დაუცველი, დევნილის სატატუსის მქონე ოჯახების მორალური და მატერიალური თანადგომა, უპატრონო მიცვალებულთა პატივგება. შეფასების ინდიკატორი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხრიდან კმაყოფილების გამოხატვა. სადღესასწაულო დახმარება – 35.0 ათასილარი (პროგრამულიკოდი 06 02 08) პროგრამაი თვალისწინებს: 1. ფულადი ან/და მატერიალური ფორმით დახმარების გაიცემას პირის/ოჯახის ან/და სოციალური ჯგუფის მიმართ, ღირშესანიშნავ, ტრადიციულ და ისტორიულ თარიღებთან დაკავშირებით სოციალური თანადგომა/მხარდაჭერის მიზნით; 2. დახმარება გაიცემა როგორც ინდივიდუალურ პირზე, ასევე სოციალურ ჯგუფზე; 3. დიდი სამამულო ომის მონაწილეები – 200 ლარი; 4. სამშობლოს დამოუკიდფებლობისათვის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახები (მეომრის- მეუღლე, შვილი, მშობელი) – 50 ლარი; 5. დედ- მამით ობოლი ბავშვები (18 წლამდე) – 200 ლარი; 6. ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვები, რომლებიც გაერთიანებულია სოციალურ ჯგუფად; 7. ხანდაზმული მოხუცები (100 და 100 წლის ასაკს გადაშორებული პირები) – 300 ლარი; 8. უნარშეზღუდული ბავშვები (18 წლამდე), (რომლებიც გაერთიანებულია სოციალურ ჯგუფად); 9. 9 აპრილს დაზარალებული მოქალაქეები – 200 ლარი; 10. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის ლიკვიდაციის მონაწილეები-200 ლარი; 11. და სხვ კომისიის მხრიდან შერჩეული პირები და სოციალური ჯგუფები: 12. უსახლკარო ბენეფიციართა დახმარება – 200 ლარი; 13. სოციალური ჯგუფი (უსახლკარო ბენეფიციართა ჯგუფი); 14. სოციალური ჯგუფი (ჰუმანიტარული ასოციაცია კათარზისი); გ) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების /მომართვის ან კომისიის მხრიდან პირის/სოციალური ჯგუფი შერჩევის შესაბამისად; დ) დახმარება გაიცემა (ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით); დ.ა) ინდივიდუალურ პირზე გასაცემი ფულადი დახმარების მაქსიმალური ზღვრული ოდენობა შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს; დ.ბ) სოციალურ ჯგუფზე გასაცემი ფულადი დახმარების მაქსიმალური ზღვრული ოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 10000 (ათი ათას) ლარს; დ.გ) ინდივიდუალურ პირზე ან/ და სოციალურ ჯგუფზე მატერიალური ფორმით (საჩუქრები, საკვები პროდუქტები, ღონისძიებათა დაფინანსება და სხვ.) გასაცემი დახმარების მაქსიმალური ზღვრული ოდენობა ერთჯერზე არ უნდა აღემატებოდეს 5000 (ხუთიათასი) ლარს; მარჩენალდაკარგულების დახმარება – 7.0 ათასილარი (პროგრამული კოდი 06 02 09) ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის ოჯახის დახმარება 100 ლარის ოდენობით. შესაბამისი წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის უსინათლოების დახმარება – 130.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 10) მ/შ: მხედველობით I ჯგუფის (მკვეთრი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარები განისაზღვროს თვეში 40 ლარით და მხედველობით მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარები თვეში 30 ლარით. დახმარების თანხა გაიცემა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, მომართვისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. მოსალოდნელი შედეგები შშმ პირების ფინანსური დახმარება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ომის მონაწილეების და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ბრძოლის მონაწილეების ფინანსური დახმარება. 38.0 ათასი ლარი. (პროგრამულიკოდი 06 02 11) დახმარება განისაზღვროს თვეში – 100 ლარით. წარმოდგენილი უნდა იქნეს: -პირადობის დამადასტურებელი მოწმობა(ასლი) -დევნილის მოწმობა (ასლი)(არსებობის შემთხვევაში) -ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა (ასლი) საბანკო ანგარიშის ნომერი. საცხოვრებლით უზრუნველყოფა – 150,0 ათასი ლარი. (პროგრამული კოდი 06 02 12) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, იმ პირების /ოჯახების მიმართ რომლებიც დგანან სიღატა კის რისკის ქვეშ (ენგრევა საცხოვრებელი სახლი, არ აქვს თავშესაფარი და სხვა) დასაჭიროებს ფინანსურ დახმარებას 7000 ლარის ფარგლებში (შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე). ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების/მომართვის, შესაბამისი დოკუმენტაციის და მოკვლევის მასალების გათვალისწინებით. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების ფინანსური დახმარება – 10.0 ათასილარი (პროგრამული კოდი 06 02 15) ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფა, დახმარება გაიცემა ყოველთვიურად ფულადი ფორმით 100 ლარის ოდენობით. დახმარება გაიცემა წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. -მშობლის განცხადება. -ბავშვის დაბადების მოწმობა. -ბანკის ანგარიშის ნომერი. -შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა აღრიცხვაზე მყოფი ბავშვის შესახებ. სამედიცინო მომსახურეობის ფინანსური დახმარება – 350,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 16) 1. არა საპენსიო ასაკის მქონე მოქალაქეები, რომლებიც დაავადებული არიან კოქსართროზით და საჭიროებენ მენჯ-ბარძაყის პროტეზირებას, მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენს 70 001-დან 100 001 ქულამდე. -დახმარება განესაზღვრათ ოპერაციის ღირებულების 50%-ით (უნაღდო ანგარიშსწორებით) 2. მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების (გეგმიური დ აგადაუდებელი სტაციონალური ქირურგიული ოპერაციები და მომსახურება). ღირებულების ანაზღაურების თანადაფინანსება, რომელიც განისაზღვრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და /ან სხვა გზით გათვალისწინებული დაფინანსების გამო კლების შემდეგ პაციენტის მიერ დარჩენილი სახელმწიფოს დაუფარავი სერვისების გადასახადი წილის 50%-ით (უნაღდო ანგარიშსწორებით). პაციენტის მიერ გადასახდელი თანხა 100 ლარიდან არაუმეტეს 800 ლარისა. თავი III მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 18. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
დოკუმენტის კომენტარები