დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-262 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360010010.22.023.016579 |
|
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში (სსმ ვებგვერდი, 01/07/2015, ს/კ 360010010.22.023.016327) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს თანდართული ტიპური დებულების“ (დანართი №1) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველო: გ.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: მცხეთის; გორის; ხაშურის; კასპის; ქარელის; თიანეთის; ყაზბეგის; დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტები; გ.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართებია: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №5; ქ. გორი, ქარხნის ქუჩა №40; დ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველო: დ.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: ახალციხის, ბორჯომის, ადიგენის, ახალქალაქის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები; დ.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. ახალციხე, ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილის მიმდებარედ; ე) დასავლეთის რეგიონული სამმართველო: ე.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ბაღდათის, თერჯოლის, ტყიბულის, წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის, ვანის, ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები. ე.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართებია: ქ. ქუთაისი, სადგურის მოედანი №3ა; ქ. ამბროლაური, ვაჟა ფშაველას ქუჩა; ვ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო: ვ.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: ზუგდიდის; თვითმმართველი ქალაქი ფოთი; ხობის; აბაშის; სენაკის; ჩხოროწყუს; წალენჯიხის; მარტვილისა და მესტიის მუნიციპალიტეტები. ვ.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. ზუგდიდი, სოფელი ჭითაწყარი. ზ) აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველო: ზ.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევის, ქედის, ხულოს, ლანჩხუთის; ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები. ზ.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართებია: თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, პუშკინის ქ. №145; ქ. ოზურგეთი, სოფელი ოზურგეთი.“ |
2.
ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს დებულების“ (დანართი №2) პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. კონვენციური სამმართველოს იურიდიული მისამართებია: თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, პუშკინის ქ. №145; ქ. ფოთი, აღმაშენებლის ქუჩა №52.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები