დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რეგისტრირებული კოოპერატივის „ოზურგეთის საკრედიტო კავშირი მამონას“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 103 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 01/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
რეგისტრირებული კოოპერატივის „ოზურგეთის საკრედიტო კავშირ მამონას“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის N13/04 ბრძანების საფუძველზე:
1. დასრულებულად ჩაითვალოს რ.კ. „ოზურგეთის საკრედიტო კავშირ მამონას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 237100588) ლიკვიდაციის პროცესი. 2. რ.კ. „ოზურგეთის საკრედიტო კავშირი მამონა“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 237100588) ამოღებულ იქნeს საქართველოს ეროვნული ბანკის უწყებრივი რეესტრიდან. 3. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და წარედგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი რეაგირებისათვის. 4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.№6 ), მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 5. განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
პაპუნა ლეჟავა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები