საქართველოს 2008 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ

  • Word
საქართველოს 2008 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5634
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 184, 26/12/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
5634
18/12/2007
სსმ, 184, 26/12/2007
000000000.00(0).000.000000
საქართველოს 2008 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს 2008 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. ფასების საერთო დონის სტაბილურობისა და ეროვნული ვალუტის მყიდველობითი უნარის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს 2008 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს საფუძვლად დაედოს წლიური ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 8 პროცენტის ოდენობით. ამასთანავე, ფასებზე მიწოდების, ეგზოგენური ფაქტორების ზემოქმედების გათვალისწინებით, ომელი სცილდება საქართველოს ეროვნული ბანკის კომპეტენციის ფარგლებს, შესაძლებელია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლიდან გადახრა.

2. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულის მიწოდება განახორციელოს მასზე მოთხოვნის შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო ზრდის, ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციის პროცესის გაგრძელების, ეროვნული ვალუტის გამოყენების არეალის გაფართოების, მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ოდენობის უცხოური ვალუტის შემოდინებისა და ეკონომიკის დოლარიზაციის ხარისხის შემცირების გათვალისწინებით.

3. სავალუტო პოლიტიკა განხორციელდეს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის ფარგლებში. ლარის კურსის მკვეთრი კონიუნქტურული რყევის თავიდან აცილებისა და სავალუტო ბაზარზე სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელოს ორმხრივი სავალუტო ინტერვენციები.

4. 2008 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ბანკში განთავსებული საერთაშორისო ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობის საპროგნოზო მაჩვენებელი საქონლისა და მომსახურების იმპორტის არანაკლებ 2.5 თვის ეკვივალენტს გადააჭარბებს.

5. ფულად-საკრედიტო ოპერაციების განხორციელებისას საქართველოს ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტებია ძირითადად სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკუთარი ფასიანი ქაღალდები (სადეპოზიტო სერტიფიკატები), ერთდღიანი კრედიტებისა და დეპოზიტების მექანიზმი, სვოპის ტიპის ოპერაციები, სარეზერვო მოთხოვნები და სხვ. 2008 წლის განმავლობაში აღნიშული ინსტრუმენტები, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს შექმნილი მაკროეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით.

6. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააგრძელს მუშაობა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობასთან კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელთა შესაფერისობის კრიტერიუმებთან დაკავშირებული საკითხების სრულყოფის მიზნით.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოვალეობის        

შემსრულებელი მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2007 წლის 18 დეკემბერი.

№5634–IIს