დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.021043 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/12/2013, 010240030.10.003.017504) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-7 მუხლის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი.“. 2. მე-10 მუხლის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის ფაქტებზე (მათ შორის, ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე) დროული რეაგირებისა და გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა; ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 4 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები