„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 200900000.22.033.017174
30
05/02/2019
ვებგვერდი, 07/02/2019
200900000.22.033.017174
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №30

2019 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.  მე-6 მუხლის:
ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ნიშნავს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის, სახელწოდების/სახელის ან/და გვარის, სამართლებრივი ფორმის ან/და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის შეცვლას.“;

ბ)  მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ)  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გადასახადის გადამხდელის იურიდიული მისამართის ან საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მასზე გაიცემა გადასახადის გადამხდელის ახალი მოწმობა.“.

2. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

მუხლი 61. გადასახადის გადამხდელის კატეგორია

1. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოს მიერ განესაზღვრება სიდიდის შესაბამისი კატეგორია.

2. გადასახადის გადამხდელს კატეგორია განესაზღვრება სპეციალური პროგრამის მეშვეობით.

3. კატეგორიის განსაზღვრა ხორციელდება კალენდარული თვის პირველი რიცხვისთვის, არაუგვიანეს შესაბამისი თვის 15 რიცხვისა.

4. გადასახადის გადამხდელს კატეგორია განესაზღვრება კატეგორიის განსაზღვრის თვის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის სავადო თარიღების მიხედვით მიღებული შემდეგი ორი მაჩვენებლიდან უდიდესით:

ა) პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დეკლარაციის საფუძველზე დარიცხული გადასახადების თანხების ჯამი;

ბ) პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დეკლარაციის საფუძველზე შესამცირებლად გამოანგარიშებული გადასახადების თანხების ჯამი.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მაჩვენებლები ერთმანეთის ტოლია, კატეგორია განისაზღვრება ერთ-ერთი ნებისმიერი მაჩვენებლით.

6. კატეგორია შეიძლება იყოს:

ა) მცირე – პირი, რომლის მიერ დარიცხული ან შემცირებული გადასახადების თანხების ჯამი ნაკლებია 100 000 ლარზე;

ბ) საშუალო  პირი, რომლის მიერ დარიცხული ან შემცირებული გადასახადების თანხების ჯამი შეადგენს 100 000 ლარს ან ნაკლებია 2 000 000 ლარზე;

გ) მსხვილი – პირი, რომლის მიერ დარიცხული ან შემცირებული გადასახადების თანხების ჯამი მეტია ან ტოლია 2 000 000 ლარის.

7. მიუხედავად ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმებისა, პირს განესაზღვრება მსხვილი გადასახადის გადამხდელის კატეგორია, თუ იგი ახორციელებს ერთ-ერთ შემდეგ საქმიანობას:

ა) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მქონე პირის საქმიანობა;

ბ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის, დაზღვევის (არა სიცოცხლის) ან/და გადაზღვევის ლიცენზიის მქონე პირის საქმიანობა;

გ) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის ან ნებართვის მქონე პირის საქმიანობა;

დ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კერძო მაუწყებლობის ან/და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირის საქმიანობა;

ე) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამორინეს მოწყობის ნებართვის მქონე პირის მიერ სამორინეს მოწყობა;

ვ) ნავთობის და გაზის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპანიების საქმიანობა.

8. სახელმწიფოსთვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის, აგრეთვე, მათ მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის, რომლებიც კატეგორიის განსაზღვრისას არ არიან რეგისტრირებულნი დღგ-ის გადამხდელად, გადასახადის გადამხდელის კატეგორიის განსაზღვრის მიზნებისთვის, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მაჩვენებლების თანხაში არ გაითვალისწინება გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციით დარიცხული ან შემცირებული გადასახადის თანხები.

9. ამ მუხლის მე-4 და მე-7 პუნქტების გათვალისწინებით, პირისთვის განსაზღვრული კატეგორია ექვემდებარება ცვლილებას ავტომატურად:

ა) მცირე და საშუალო – ყოველი კალენდარული თვის პირველი რიცხვისთვის;

ბ) მსხვილი – ყოველი წლის 1 იანვრისა და 1 ივლისის მდგომარეობით.

10. რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ პირ(ებ)ს, თუ რეორგანიზაციის დაწყებამდე მინიმუმ ერთი მხარე მსხვილი გადასახადის გადამხდელის კატეგორიის მქონე პირია, ავტომატურად განესაზღვრება(თ) მსხვილი გადასახადის გადამხდელის კატეგორია.

11. რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ პირ(ებ)ს, თუ რეორგანიზაციის დაწყებისას რეორგანიზაციის არცერთი მხარე არ არის მსხვილი გადასახადის გადამხდელის კატეგორიის მქონე პირი, სათანადო კატეგორია განესაზღვრება(თ) იმ პირის/პირთა წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის სავადო თარიღების მიხედვით მიღებული მაჩვენებლ(ებ)ით, რომლის/რომელთა რეორგანიზაციის შედეგადაც შეიქმნა ახალი სუბიექტ(ებ)ი.

12. მიუხედავად ამ მუხლით გათვალისწინებული დებულებებისა, გადასახადის გადამხდელს შეიძლება განესაზღვროს/შეეცვალოს კატეგორია, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

 

მაგალითი:

სიდიდის კატეგორიის განსაზღვრის მიზნით, 2019 წლის 1 დეკემბერს  დაჯამდა შპს X-ის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის შედეგებით მიღებული მაჩვენებლები. კერძოდ, დაჯამდა შპს X-ის მიერ სავადო თარიღით „დარიცხული“ გადასახადების თანხების ჯამი, 2018 წლის ოქტომბრის დეკლარაციიდან 2019 წლის ოქტომბრის დეკლარაციის ჩათვლით, რამაც  1 900 000 ლარი შეადგინა. აგრეთვე, დაჯამდა შპს X-ის მიერ სავადო თარიღით „შემცირებული“ გადასახადების თანხების ჯამი, 2018 წლის ოქტომბრის დეკლარაციიდან 2019 წლის ოქტომბრის დეკლარაციის ჩათვლით, რამაც  1 920 000 ლარი შეადგინა.

შესაბამისად, დადგინდა, რომ „დარიცხული“ და „შემცირებული“ თანხებიდან უდიდესი მაჩვენებელია „შემცირებული“ 1 920 000  ლარი.

შედეგად, 2019 წლის 1 დეკემბერს შპს X-ის სიდიდის კატეგორია განისაზღვრა „საშუალო“.

   შპს X-მა 2019 წლის 15 დეკემბერს წარადგინა 2019 წლის ნოემბრის დეკლარაცია „დარიცხული“ 200 000 ლარით და  „შემცირებული“ 10 000 ლარით. ასევე, შპს X-მა 2019 წლის 20 დეკემბერს წარმოადგინა 2017 წლის იანვრის დაზუსტებული დეკლარაცია, რომლითაც გაზრდილია „დარიცხული“ თანხა 2 000 000 ლარით. აღსანიშნავია, რომ შპს X-ის მიერ სავადო თარიღით 2018 წლის ოქტომბრის დეკლარაცია ნულოვანი დარიცხვით არის წარდგენილი.

სიდიდის კატეგორიის განსაზღვრის მიზნით, 2020 წლის 1 იანვარს დაჯამდა შპს X-ის   წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის შედეგებით მიღებული მაჩვენებლები. კერძოდ, დაჯამდა შპს X-ის მიერ სავადო თარიღით „დარიცხული“ გადასახადების თანხების ჯამი, 2018 წლის ნოემბრის დეკლარაციიდან 2019 წლის ნოემბრის დეკლარაციის ჩათვლით, რამაც   2 100 000 ლარი შეადგინა (1 900 000 + 200 000). აგრეთვე, დაჯამდა შპს X-ის მიერ სავადო თარიღით „შემცირებული“ გადასახადების თანხების ჯამი, 2018 წლის ნოემბრის დეკლარაციიდან 2019 წლის ნოემბრის დეკლარაციის ჩათვლით, რამაც 1 930 000 ლარი შეადგინა (1 920 000 + 10 000).

შესაბამისად, დადგინდა, რომ „დარიცხული“ და „შემცირებული“ თანხებიდან უდიდესი მაჩვენებელია „დარიცხული“ 2 100 000 ლარი. შედეგად, 2020 წლის 1 იანვარს შპს X-ს სიდიდის კატეგორია  განესაზღვრა „მსხვილი“. ხოლო 2017 წლის იანვრის დეკლარაცია აღნიშნულ გაანგარიშებაში მონაწილეობას არ იღებს.“.

 

3.  მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

„31. ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის გაანგარიშების ფორმაში ასახული ზედმეტად გადახდილი თანხის ავტომატური დაბრუნების მიზნებისთვის, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა საგადასახადო ორგანოს წარედგინება №I-131 დანართის ფორმით. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაში უნდა აღინიშნოს:

ა) საგადასახადო ორგანო, რომელსაც წარედგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა;

ბ) პირის რეკვიზიტები – სახელი და გვარი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი;

გ) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველი;

დ) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის თარიღი და ხელმოწერა.

32. ამ მუხლის 31 პუნქტის მიზნებისათვის, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ავტომატური დაბრუნების სისტემის რისკების მართვის წესი და პირობები განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.“.

4. №I-13 დანართის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №I-131
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი