„ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ახალგორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/02/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.150.016150
4
04/02/2019
ვებგვერდი, 08/02/2019
010250040.35.150.016150
„ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ახალგორის მუნიციპალიტეტი
 

 ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2019 წლის 4 თებერვალი

სოფ. წეროვანი

 

„ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
 „ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №26 დადგენილებაში  (ვებგვერდი, 22.12.2014;  სარეგ. კოდი: 010250040.35.150.016071) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დანართს დაემატოს „თავი V1.  გენდერული თანასწორობის საბჭო“.

                                თავი  V1. „გენდერული თანასწორობის საბჭო“

341. საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სტატუსი და ძირითადი ფუნქციები

1. საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომში საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად;

2.  საქართველოს პარლამენტთან არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;

3. გენდერული უთანასწორობის შემთხვევაში, მისი აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის წარდგენა;

4.  გენდერული თანასწორობის მისაღწევად ცალკეული ღონისძიებების შემუშვება და დაგეგმვა;

5. გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება;

6.  გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე შემოსული განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

7.  წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანსწორობის საბჭოსათვის წარდგენა;

8.  საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ საკრებულოსათვის წარდგენა.

342.     საბჭოს უფლებამოსილება 

1.  გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს მუნიციპალიტეტი;

2.  გენდერული თანასწორობის  საკითხების შესწავლისა და განხილვისას მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტი.

343.   გენდერული თანასწორობის საბჭო იქმნება და საბჭოს საქმიანობა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.

2. დანართის 79 მუხლი: „კენჭისყრის ზოგადი წესი“ მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით“:

11. საკრებულოს წევრი კენჭისყრის დროს ნებას გამოხატავს ერთ-ერთი შემდეგი ფორმით: „მომხრე“, „წინააღმდეგი“, „თავი შეიკავა“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი