დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №5 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/04/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.128.016366 |
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №5 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №5 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ’’ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი , 12/02/2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016320). 1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -2 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 2 1. გაეწიოს მატერიალური დახმარება : ა ) ოპერაციის ან სამედიცინო მომსახურებისათვის – იმ თანხის 50%-ით , რომელიც არ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო დაზღვევის პროგრამით , არაუმეტეს 700 ლარისა ; ბ ) როდესაც ოპერაციის ან სამედიცინო მომსახურებისათვის მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხა 2000 (ორი ათასი ) ლარზე მეტია , დაფინანსდეს 1000 (ერთი ათასი ) ლარით ; გ ) სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების (ონკოლოგიური და სხვა მძიმე სახის დაავადება ) მკურნალობისას - 1500 ლარამდე ; დ ) სამედიცინო გამოკვლევებისთვის ღირებულების 50%-ით , არაუმეტეს 500 ლარისა ; ე ) „C” ჰეპატიტით დაავადებულ პირებს , „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე დაავადების სტადიის განსასაზღვრი კვლევების დასაფინანსებლად , პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის - სოციალურად დაუცველთათვის ღირებულების 30%, დანარჩენი ბენეფიციარებისათვის – 70%; ვ ) მედიკამენტების შესაძენად – 150 ლარამდე შემდეგი დაავადებებისას : ვ .ა ) ეპილეფსიის ; ვ .ბ ) პარკინსონის ; ვ .გ ) ბრონქიალური ასთმის ; ვ .დ ) 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისას , რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 001-ს . დახმარება გაეწევა ბენეფიციარებს , რომლებიც არ მონაწილეობენ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში . ზ ) კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე , 0-18 წლამდე არასრულწლოვანი პირების ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით კოხლეარული იმპლანტის აპარატის შეუფერხებელი ფუნციონირებისათვის საჭირო ელემენტის შესაძენად - წელიწადში 1000 ლარის ოდენობით ; თ ) 100 წელს მიღწეულ და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთათვის წელიწადში ერთჯერ – 500 ლარის ოდენობით ; ი ) გარდაცვლილი ომის ვეტერანის ან /და იძულებით გადაადგილებულ გარდაცვლილი პირის დაკრძალვის ხარჯისთვის - 250 ლარი ; კ ) სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ 57001 სარეიტინგო ქულამდე მყოფ გარდაცვლილთა ოჯახის წევრს დაკრძალვის ხარჯისთვის – 200 ლარი ; ლ ) შშმ 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალო -სარეაბილიტაციო კურსის თანადაფინანსებისთვის – 1200 ლარამდე ; მ ) განსაკუთრების მძიმე შეზღუდვის მქონე შშმ პირების დახმარება , რომლებიც საჭიროებენ მუდმივ მომვლელს ან მეთვალყურეს და არ არიან სოციალური შემწეობის მიმღები – თვეში 30 ლარის ოდენობით ; ნ ) ჰემოდიალიზის ჩანაცვლების სეანსებით მოსარგებლე ბენეფიციარებს – ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით და ლეიკემიით დაავადებულებს - წელიწადში 600 ლარის ოდენობით ; ო ) ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაზარალებულ პირებს წელიწადში ერთჯერ -100 ლარი ; პ ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მეომრის ოჯახს , რომელიც რეგისტრირებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მათზე არ ვრცელდება „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -16 მუხლის მოთხოვნები , მეომართა ხსოვნის უკვდავსაყოფად - წელიწადში 2000 ლარი ; ჟ ) სამამულო ომის მონაწილეებსა და უსინათლო მოქალაქეებს – ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით კომუნალური ხარჯების დასაფარავად ; რ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს – ყოველთვიურად 20 ლარის ოდენობით კომუნალური ხარჯების დასაფარავად ; ს ) უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეებს , რომლებიც თხოვნის მომენტში განიცდიან ცხოვრების მძიმე სოციალურ პირობებს – არაუმეტეს 100 ლარისა . ტ ) მრავალშვილიანი ოჯახების , რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150001-ს და ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილი – დახმარება განისაზღვროს ოთხი ბავშვის შემთხვევაში წელიწადში ერთჯერ 200 ლარით და ყოველ მომდევნო ბავშვზე დაემატოს 50 ლარი . უ ) მარტოხელა მშობლებს , რომელთაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები , წელიწადში ერთჯერ – 200 ლარი . ფ ) მარჩენალდაკარგულებს , რომელთაც გარდაცვლილი ყავს ერთ -ერთი ან ორივე მშობელი , წელიწადში ერთჯერ – 100 ლარი . ქ ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალშობილთა ოჯახებს ერთჯერადად : ქ .ა ) პირველი ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 100ლარი ; ქ .ბ ) მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 150ლარი ; ქ .გ ) მესამე ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 200ლარი ; ქ .დ ) მეოთხე ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 250ლარი ; ქ .ე ) მეხუთე ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 300 ლარი , ხოლო ყოველი მომდევნო ბავშვის შეძენისას თანხა გაიზარდოს 50 ლარით ; ქ .ვ ) ტყუპების შეძენის შემთხვევაში – 500ლარი . 2. განისაზღვროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 21 ნოემბრის №49/2179 ბრძანებით განსაზღვრული სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის კატეგორიების შესაბამისად დახმარების ოდენობა : ა ) პირველი კატეგორია – 1000-დან 1500 ლარამდე ; ბ ) მეორე კატეგორია – 500-დან 1000 ლარამდე ; გ ) მესამე კატეგორია – 200-დან 500ლარამდე . 3. განისაზღვროს უსახლკარო ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფა დროებით ან გრძელვადიანი გადახდით არაუმეტეს თვეში 100 ლარისა .’’ 2. შეტანილი იქნას ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -3 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : ,,მუხლი 3 მატერიალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია 1. სამედიცინო მომსახურებისათვის (ოპერაცია , მკურნალობა , გამოკვლევა ) დახმარების დასაფინანსებლად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს : ა ) განცხადება ; ბ ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ; გ ) ჯანმრთელობის ცნობა ; დ ) ანგარიშფაქტურა /ინვოისი ე )კალკულაცია ; ვ ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა ; ზ ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი . თ ) არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი (საჭიროების შემთხვევაში ). 2. ერთჯერადი ფინანსური დახმარებისათვის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს : ა )განცხადება ; ბ ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ; გ ) განმცხადებლის პირადი ანგარიშის ნომერი ბანკიდან ; დ ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა . 3. მედიკამენტების შესაძენად დახმარებისათვის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს : ა ) განცხადება ; ბ ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ; გ ) ჯანმრთელობის ცნობა ; დ ) ანგარიშფაქტურა ; ე ) ექიმის მიერ დანიშნული წამლების ჩამონათვალი ბეჭდით დამოწმებული და ხელმოწერილი ; ვ ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა . ზ ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ ამავე დადგენილების მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ .გ“ და „ვ .დ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში . 4. გარდაცვლილი დევნილის ან ომის ვეტერანის დაკრძალვის ხარჯების ასანაზღაურებლად ოჯახის ერთ -ერთმა წევრმა უნდა წარმოადგინოს : ა ) განცხადება ; ბ ) გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ; გ ) გარდაცვალების მოწმობის ასლი ; დ ) ომის მონაწილის ან დევნილობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ; ე ) განმცხადებლის პირადი ანგარიშის ნომერი ბანკიდან ; ვ ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი . 5. სოციალურად დაუცველი გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯების ასანაზღაურებლად ოჯახის ერთ - ერთმა წევრმა უნდა წარმოადგინოს : ა ) განცხადება ; ბ ) გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ; გ ) გარდაცვალების მოწმობის ასლი ; დ ) განმცხადებლის პირადი ანგარიშის ნომერი ბანკიდან ; ე ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან გარდაცვლილის სარეიტინგო ქულის შესახებ ; ვ ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა ; ზ ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი . 6. ახალშობილის ოჯახმა (მშობელმა ), რომელიც რეგისტრირებულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში , დახმარებისათვის უნდა წარმოადგინოს : ა ) განცხადება ; ბ ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ; გ ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი (მეორე და ყოველი მომდევნო ბავშვის შეძენის შემთხვევაში წარმოადგინოს ყველა დანარჩენი ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი ); დ ) ახალშობილის რეგისტრაციის ბარათი ; ე ) საბანკო ანგარიშის ნომერი ; ვ ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა . 7. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები : ა ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ; ბ ) საბანკო ანგარიშის ნომერი ; გ ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა ; დ ) საბრძოლო მოკვლევის დოკუმენტაცია . 8. კოხლეარული იმპლანტის აპარატის ელემენტის შესაძენად დახმარების მიღება მოხდება ბენეფიციარის მშობლის /უფლებამოსილი პირის განცხადებით . დახმარების მიმღებმა განცხადებას უნდა დაურთოს : ა ) მშობლის /უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ; ბ ) არასრულწლოვნის დაბადების მოწმობის ასლი ; გ ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა N100; დ ) ანგარიშფაქტურა შესაბამისი მომწოდებლიდან . 9. „C“ ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის სტრატეგიის განსაზღვრის მიზნით „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე დაავადების სტადიის განსასაზღვრი კვლევების დაფინანსებისთვის ბენეფიციარმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს : ა ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ; ბ ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ; გ ) ინვოისი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან . 10. ჰემოდიალიზის ჩანაცვლების სეანსებით მოსარგებლე და ლეიკემიით დაავადებულმა ბენეფიციარებმა წლის დასაწყისში უნდა წარმოადგინონ : ა ) განცხადება ; ბ ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ; გ ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ; დ ) საბანკო ანგარიშის ნომერი . 11. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის მონაწილე ოჯახმა უნდა წარმოადგინოს : ა ) განცხადება ; ბ ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები ; გ ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები ; დ ) არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი ; ე ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ ; ვ ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა ; ზ ) საბანკო ანგარიშის ნომერი . 12. მარჩენალდაკარგულთა დახმარების პროგრამის ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს : ა ) განცხადება ; ბ ) ბავშვის /ბავშვების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ; გ ) მშობლის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ; დ ) გარდაცვლილი მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი ; ე ) მერის წარმოადგენლის შუამდგომლობა ; ვ ) საბანკო ანგარიშის ნომერი . 13. მარტოხელა მშობელმა უნდა წარმოადგინოს : ა ) განცხადება ; ბ ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ; გ )ბავშვის /ბავშვების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ; დ ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ; ე ) მერის წარმოადგენლის შუამდგომლობა ; ვ ) საბანკო ანგარიშის ნომერი . 14. შშმ პირმა უნდა წარმოადგინოს : ა ) განცხადება ; ბ ) პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ; გ ) მეურვის /მომვლელის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ; დ ) მეურვის /მომვლელის საბანკო ანგარიშის მონაცემები ; ე ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა ; ვ ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ; ზ ) ცნობა შშმ პირის სტატუსის განსაზღვრის შესახებ ; თ ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ . 15. უსახლკარო ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს : ა ) განცხადება ; ბ ) პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ; გ ) ქირავნობის ხელშეკრულების ასლი ; დ ) საბანკო ანგარიშის მონაცემები ; ე ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა ; ვ ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან . 16. მატერიალური დახმარების მიღების მსურველმა , პირადობის დამადასტურებელი მოწმობით რეგისტრაციის ადგილის დაუდგენლობის შემთხვევაში მერიაში დამატებით უნდა წარმოადგინოს განცხადება - ანკეტის (ფორმა №1) ასლი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან .’’ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები