დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 03 დეკემბრის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ქურთას მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.146.016172 |
|
„ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 03 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 03 დეკემბრის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/12/2018, 010250050.35.146.016167) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა და საქმისწარმოება გამგეობაში ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – საფინანსო ანალიტიკური სამსახურის ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის პროგრამით.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გამგეობაში დოკუმენტები ელექტრონულად მზადდება და ფორმდება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – საფინანსო ანალიტიკური სამსახურის ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის პროგრამით, მოქმედი კანონმდებლობისა და ქურთის მუნიციპალიტეტის დოკუმენტების უნიფიცირებული ტაბელის მოთხოვნათა შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები