„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 28/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 18/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017652
28/ნ
18/02/2019
ვებგვერდი, 19/02/2019
430210000.22.022.017652
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №28/ნ

2019 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში  (www.matsne.gov.ge, 16/02/2017, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017282) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის“:

1. მე-2 მუხლს „ჯ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ“ ქვეპუნქტი:

„ჰ) მშობელთა ჩართულობა  –  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის მშობლისთვის ან კანონიერი წარმომადგენლისთვის (შემდეგში – მშობელი) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის (ანონიმური ეგზემპლარი) გაცნობისა და მათზე არგუმენტირებული შენიშვნა/რეკომენდაციის წარდგენის შესაძლებლობა.“.

2.  91 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 მუხლი:

მუხლი 92. მშობელთა ჩართულობა რეცენზირების პროცესში

1. საზოგადოებრივი საწყისებიდან გამომდინარე, რეცენზირების პროცესში ხორციელდება მშობლების ჩართულობა, რაც გულისხმობს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის (ანონიმური ეგზემპლარი) გაცნობასა და მათზე არგუმენტირებული შენიშვნა/რეკომენდაციების წარმოდგენას.

2. რეცენზირების პროცესში მშობელთა შერჩევის, მათი ჩართულობის წესი და პირობები განისაზღვრება სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესით.

3. მშობელთა მიერ გამოთქმული შენიშვნა/რეკომენდაციების გაზიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი საგნობრივი ჯგუფის წევრთა ხმათა უმრავლესობით, თუკი მაკეტზე გამოთქმული შენიშვნა/რეკომენდაცია მიმართულია მაკეტის გაუმჯობესებისკენ, საკმარისად დასაბუთებულია და მისი გათვალისწინება განპირობებულია აუცილებლობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი