დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.115.016280 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/02/2019 - 28/03/2019)
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წვრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსლების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართელობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი“, დანართი 1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
|
| მუხლი 1 |
1.საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები უნაზღაურდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან თვეში არაუმეტეს 400 ( ოთხასი) ლარისა:
ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის; ბ) საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობისთვის; გ) საკრებულოს ფრაქციების მუშაობაში მონაწილეობისთვის; დ) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის (შესაბამისი საოქმო ჩანაწერის გაფორმებით). 2. საკრებულოს წევრს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისათვის ხარჯების ასანაზღაურებლად ეძლევა 130 (ას ოცდაათი) ლარი, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისათვის ხარჯების ასანაზღაურებლად 90(ოთხმოცდაათი) ლარი. |
| მუხლი 2 |
საკრებულოს წევრის მიერ ხარჯის გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების სხდომებსა და ამომრჩევლებთან შეხვედრებში მისი მონაწილეობის ამსახველი შესაბამისი საოქმო ჩანაწერი. |
| მუხლი 3 |
1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ოდენობა თითოეული საკრებულოს წევრისთვის ყოველთვიურად განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
2. საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია. |
| მუხლი 4 |
საკრებულოს წევრის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხდება ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები