დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 27 ივნისის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/02/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/11/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.026.016696 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 27 ივნისის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 27 ივნისის №56 ბრძანებით (ვებგვერდი, 29/06/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.016603) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს 151 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 151. პროფესიულ საჯარო მოხელეთა კარიერის მართვის განყოფილების სპეციალისტი (მეოთხე რანგი; კატეგორია – პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი): 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება (მენეჯმენტის სპეციალობა (საერთაშორისო ბიზნესის, პროექტების, ინოვაციების მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალიზაციები), ფინანსების სპეციალობა (კორპორაციული ფინანსების მართვის, პროექტების ფინანსური მართვის, საერთაშორისო ფინანსების, რისკების მართვის სპეციალიზაციები)); ბ) სამართლის მიმართულება (სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის სპეციალობები); გ) სოციალური მეცნიერებების მიმართულება (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერებების, საზოგადოებრივი გეოგრაფიის, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის სპეციალობები); დ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება (ისტორიის, ფილოსოფიის (პოლიტიკის, ზნეობის და გამოყენებითი ეთიკის ფილოსოფიის სპეციალიზაციები)); ე) მიმართულებათაშორისი დარგები (საჯარო მმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სამხედრო მეცნიერების შესაბამისი ქვედარგების, გენდერის, სტატისტიკის სპეციალობები). 2. თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ამოცანების და უფლებამოსილებების ცოდნა. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს შრომის კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონე). 5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები