დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, სატყეოს ქუჩის გაგრძელების და მასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის სატყეოს სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/01/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016483 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №21
2019 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, სატყეოს ქუჩის გაგრძელების და მასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის სატყეოს სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის , „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, გაგრძელდეს სატყეოს ქუჩა და მასთან არსებულ უსახელო შესახვევს მიენიჭოს სატყეოსსახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ო თხი თვის ვადაში , უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაშიშეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები