დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 07/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430010000.22.022.017631 |
|
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: |
| მუხლი 1 |
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 210211, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“:
ა) მე-6 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის და ფარმაციის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით, უნდა დააწესოს გამოცდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანში ან/და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფიდან, ხოლო ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით, უნდა დააწესოს გამოცდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანში ან/და „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფიდან.“; ბ) მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 33-ე და 34-ე პუნქტები: „33. 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტთა მიღების გამოცხადებისა და ამ პროგრამაზე აბიტურიენტების დარეგისტრირების მიზნით: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2018 წლის 15 დეკემბრამდე წარდგენილ ანკეტაში მითითებულ ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის დაწესებული საგნის/საგნების ნაწილში და აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის დააწესოს გამოცდა/გამოცდები ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანში ან/და „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფიდან; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ, თუ აღნიშნულით არ იცვლება ანკეტაში მითითებული, შესაბამის პროგრამაზე მისაღები აბიტურიენტების ადგილების რაოდენობა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ცვლილების თაობაზე ცენტრს წერილობით მიმართავს არაუგვიანეს 2019 წლის 5 თებერვლისა; გ) ცენტრი ვალდებულია ამ პუნქტით გათვალისწინებული, კომპიუტერულად დამუშავებული ინფორმაცია, ასახოს ელექტრონულ ბაზაში და განათავსოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე. 34. 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, აბიტურიენტთა მიღების გამოცხადებისა და აბიტურიენტების დარეგისტრირების მიზნით: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2018 წლის 15 დეკემბრამდე წარდგენილ ანკეტაში, ამავე ანკეტაში მითითებული ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილში და აღნიშნულ პროგრამაზე აბიტურიენტთა მიღება გამოაცხადოს სხვა აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამასთან/პროგრამებთან გაერთიანებულად, ერთიანი მიღების ფარგლებში; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შეცვალოს ჩარიცხვისთვის დაწესებული საგანი/საგნები და გაერთიანებულ აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის დააწესოს გამოცდა/გამოცდები მხოლოდ ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანში ან/და „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფიდან; გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ, თუ აღნიშნულით არ იზრდება ანკეტაში მითითებული, გაერთიანებულ პროგრამებზე მისაღები აბიტურიენტების ადგილების ჯამი; დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების თაობაზე ცენტრს წერილობით მიმართოს არაუგვიანეს 2019 წლის 5 თებერვლისა, ხოლო ცენტრი ვალდებულია აღნიშნული, კომპიუტერულად დამუშავებული ინფორმაცია, ასახოს ელექტრონულ ბაზაში და განათავსოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები