ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ცაცა ამირეჯიბის II შესახვევის გაგრძელების შესახებ

ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ცაცა ამირეჯიბის II შესახვევის გაგრძელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/01/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016480
17
25/01/2019
ვებგვერდი, 04/02/2019
000000000.00.101.016480
ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ცაცა ამირეჯიბის II შესახვევის გაგრძელების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება 17

2019 წლი 25 იანვარი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ცაცა ამირეჯიბის II შესახვევის გაგრძელების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) სამგორის რაიონში გაგრძელდეს ცაცა ამირეჯიბის II შესახვევი, თანდართული რუკის თანახმად.

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, 6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                      გიორგი ტყემალაძე