,,ვანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №64 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ვანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №64 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016361
6
31/01/2019
ვებგვერდი, 04/02/2019
010250050.35.121.016361
,,ვანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №64 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2019 წლის 31 იანვარი

ქ. ვანი

 

„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №64 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ვანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018 წლის  25 იანვრის  №64  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31.01.2018 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016292) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

 1. დადგენილების სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„1. დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.“.

3. დადგენილების დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება“.

4. დადგენილების დანართი №1-ის პირველი მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-8 პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„1. ეს დებულება განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.  

2. შიდა აუდიტის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნველყოფს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრასა და პრევენციას.

„8. სამსახურის მისამართია: ქ. ვანი, თავისუფლების ქუჩა №65“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი