დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.121.016360 |
5
31/01/2019
ვებგვერდი, 04/02/2019
010250050.35.121.016360
„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი
|
„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №29 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 20.11.2017 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016257) დანართში - „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება“ - შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დანართის მე-10 მუხლის მეოთხე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) შიდა აუდიტის სამსახური.“. 2. დანართის მე-11 მუხლის მეექვსე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის უზრუნველყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვა და ეფექტიანობა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები