დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.110.016379 |
|
,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №50 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/01/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.110.016378) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ პროგრამით არ დაფინანსდება: ა) საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები; ბ) სანატორიულ-კურორტული მომსახურება; გ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული; დ) საკეისრო კვეთა და ფიზიოლოგიური მშობიარობა; ე) ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებით გამოწვეული და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობა; ვ) ინსტრუმენტული გამოკვლევები (ელექტროკარდიოგრაფია, ექოსკოპია, რენტგენოსკოპია, რენტგენოგრაფია); ზ) ლაბორატორიული გამოკვლევები (სისხლი, შარდი, ღვიძლის ფუნქციური სინჯი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი), გარდა ,,C” ჰეპატიტის ელმინაციის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებული გამოკვლევებისა და მონიტორინგისა; თ) დეფიბრილატორით ან გულის რესინქრონიზაციული თერაპიის აპარატით აღჭურვილი იმპლატირებადი რითმის ხელოვნური წარმმართველის ხარჯები; ი) თვალის რეფრაქციული ქირურგია, თვალის ლაზერული ქირურგია და კორექცია, სიელმის ქირურგიული მკურნალობა, რქოვანის გადანერგვა; კ) აბილიტაცია/ რეაბილიტაციის მომსახურების ხარჯები, გარდა 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა; ლ) იმ შემთხვევაში, თუ გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასური ბენეფიციარის მხრიდან გადახდილია.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები