დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველ(ებ)ის (ძაღლი, კატა და სხვა კომპანიონი ცხოველ(ებ)ის) მოვლა პატრონობისა და მათი ყოლის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/01/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.130.016336 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
5
30/01/2019
ვებგვერდი, 05/02/2019
010250050.35.130.016336
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველ(ებ)ის (ძაღლი, კატა და სხვა კომპანიონი ცხოველ(ებ)ის) მოვლა პატრონობისა და მათი ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/02/2019 - 26/01/2024)
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველ(ებ)ის (ძაღლი , კატა და სხვა კომპანიონი ცხოველ(ებ)ის) მოვლა-პატრონობისა და მათი ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების, 151-ე მუხლის მესამე ნაწილის და 2093 მუხლის საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველ(ებ)ის (ძაღლი, კატა და სხვა კომპანიონი ცხოველ(ებ)ის) მოვლა-პატრონობისა და მათი ყოლის წესი“ თანდართული დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველ(ებ)ის (ძაღლი, კატა და სხვა კომპანიონი ცხოველ(ებ)ის) მოვლა-პატრონობისა და მათი ყოლის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები და რეგულირების სფერო |
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები, კატები და სხვა კომპანიონი ცხოველები) მოვლა-პატრონობის და მათი ყოლის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები, კატები და სხვა კომპანიონი ცხოველები) ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი ყოლის პირობებს. წესი აგრეთვე განსაზღვრავს ცხოველებისათვის, როგორც ნერვული სისტემის მქონე ცოცხალი არსებებისათვის მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს.
|
მუხლი 2.
წესის მიღების მიზანი |
წესის მიღების მიზანია საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების (ძაღლები, კატები და სხვა კომპანიონი ცხოველები) მოვლა-პატრონობისა და მათი ყოლის მართვის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა.
|
მუხლი 3.
ცხოველთა მეპატრონის უფლებები და მოვალეობები |
1.
ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს, შეიძინოს, იყიდოს, იჩუქოს, აიყვანოს თავშესაფრიდან ან ქუჩიდან, მიიღოს მემკვიდრეობით ან ანდერძით, ცხოველი ემოციური, ესთეტური ან პრაქტიკული მიზნებისათვის, იყოლიოს იგი იზოლირებულ ბინაში ან ინდივიდუალურ (საკარმიდამო) ტერიტორიაზე. |
2.
მეპატრონე ვალდებულია: |
ა)
უზრუნველყოს ცხოველის სათანადო კვება და დარწყულება, კეთილსაიმედო გარემოს შექმნა, საძილე ადგილის გამოყოფა, მოწყობა, დათბუნება, ისეთი მოვლა-პატრონობა და შენახვა, რომელიც შესაბამისობაშია კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ თავისებურებასთან, ცხოველის გასეირნება და სატრანსპორტო საშუალებით მისი გადაყვანა შესაბამისი პირობების (საბმელის, ალიკაპის) დაცვით; |
ბ)
მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად გაუშვას გასასეირნებლად ცხოველები თავის ნაკვეთში, თუ ტერიტორია იქნება შემოსაზღვრული და ცხოველები მოკლებული იქნებიან შესაძლებლობას ზიანი მიაყენონ ამ ტერიტორიის მიღმა მყოფ პირების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას; |
გ)
მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას ცხოველების მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება და გარემოს ექსკრემენტებით დაბინძურების შემთხვევში უზრუნველყოს შესაბამისი სანიტარიული მოქმედება. |
დ)
სასურველია წელიწადში ერთხელ მაინც ვეტერინარულ დაწესებულებაში გასინჯვა, იმუნიზაცია და საჭიროების შემთხვევაში სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიების ჩატარება; |
ე)
ცხოველის მიერ ადამიანისათვის ფიზიკური ზიანის (დაკბენა, დაკაწვრა) მიყენების შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია წარმოადგინოს ცხოველის სარეგისტრაციო დოკუმენტი და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დაზარალებულის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანა.
|
| მუხლი 4 |
დაუშვებელია ცხოველებისათვის დამახასიათებელი ჩვეული და ინსტიქტური ქცევის შეზღუდვა, ადამიანებთან და მისივე სახეობის ცხოველებთან ურთიერთობის შეზღუდვა, თუ ასეთი ქცევა საფრთხეს არ უქმნის გარშემო მყოფებს.
|
| მუხლი 5 |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველებისა და მათი ყოლის მართვისა და კონტროლის ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.
|
| მუხლი 6 |
ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი დაჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილისა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები