დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელ თანამდებობათა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 ნოემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/01/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.130.016335 |
|
„საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელ თანამდებობათა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 ნოემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელ თანამდებობათა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 ნოემბრის №43 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 30/11/2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016171) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის
იურიდიული პირების ხელმძღვანელ თანამდებობათა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი
|
მუხლი 1.
წესის რეგულირების სფერო
|
1. ეს წესი განსაზღვრავს საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელ თანამდებობათა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) ჩატარების პროცედურებს, ზოგად პირობებს, კონკურსის ეტაპებს, საკონკურსო კომისიის (შემდგომში – კომისია) შექმნისა და საქმიანობის წესს.
2. კონკურსი არის კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან.
|
მუხლი 2.
კონკურსის პრინციპები
|
კონკურსის პრინციპებია:
ა) კანონიერება; ბ) სამართლიანობა; გ) საჯაროობა; დ) გამჭვირვალობა; ე) არადისკრიმინაციულობა; ვ) ობიექტურობა; ზ) მიუკერძოებლობა; თ) კოლეგიალურობა. |
მუხლი 3.
კონკურსის მიზანი და ამოცანები |
1. კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.
2. კომისიის ამოცანებია: ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატის შერჩევისა და მისი თანამდებობაზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; გ) კონკურსის მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციისა და უნარ-ჩვევების შეფასება; დ) შერჩეული კანდიდატის ვაკატური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა. |
მუხლი 4.
კონკურსის გამოცხადება |
1. კონკურსი ცხადდება მხოლოდ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
2. კონკურსს აცხადებს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. კონკურსის ოფიციალური გამოცხადება ხდება კომისიის მიერ, საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.sachkhere.gov.ge) მეშვეობით. დასაშვებია კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია დამატებით განთავსდეს შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ შესაბამის ვებგვერდებზე, სოციალური ქსელებით და ბეჭდვითი საშუალებებით. 4. კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ ათდღიანი ვადა, კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინების გამოქვეყნებიდან. 5. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობის დასახელებას; ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს; გ) შესასრულებელ სამუშაოს; დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას; ვ) შესაბამისი კომისიის მისამართს; ზ) კონკურსის ეტაპებს; თ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას. 6. შესაბამისი გადაწყვეტილებით შესაძლებელია კონკურსის შესახებ შეტყობინებაში აისახოს სხვა ინფორმაციაც. |
მუხლი 5.
კონკურსის ჩატარების ფორმები და წესი |
1.
კონკურსი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: |
ა)
განცხადების გადარჩევა; |
ბ)
გასაუბრება. |
2.
განცხადების გადარჩევა წარმოადგენს პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით და სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმებას, კონკურსანტის მიერ შეტანილი დოკუმენტების შეფასებას. |
3.
კომისია კანდიდატებთან გასაუბრებით იღებს ინფორმაციას კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, ცოდნაზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. |
4.
გასაუბრებაზე გამოცხადებისას კანდიდატმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება. |
მუხლი 6.
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები |
1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ვაკანტური თანამდებობის მიმართ დაადგინოს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. |
მუხლი 7.
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირის უფლება-მოვალეობანი |
1. კონკურსში მონაწილეობისათვის განცახდების წარდგენა კანდიდატის მიერ უნდა მოხდეს ელექტრონული ფორმით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Sachkheremeria@gmail.com (ან/და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული შესაბამისი ვებგვერდის მეშვეობით). კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
2. კანდიდატი უფლებამოსილია განცხადებაში შეიტანოს ცვლილება დამსაქმებლის მიერ განცხადების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე. |
მუხლი 8.
კომისიის შექმნის წესი და შემადგენლობა |
1. კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისია.
2. კომისიის თავმჯდომარეა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი. 3. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე შეიძლება იყოს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის ერთ-ერთი მოადგილე, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში. 4. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მონაწილეობდნენ პროფესიული კავშირის წევრები და დამოუკიდებელი სპეციალისტები (პირები, რომლებიც სამსახურებრივად არ არიან დაკავშირებულნი მუნიციპალიტეტთან). 5. პირი არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევა. |
მუხლი 9.
კომისიის წევრის აცილება |
1. კომისიის წევრი ვალდებულია კონკურსის ეტაპის დაწყებამდე წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, ის შესაბამისად ვერ მიიღებს მონაწილეობას იმავე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების შეფასებასა და კანდიდატების მიმართ გადაწყვეტილების მიღებაში. 3. იმ შემთხევაში, თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული კომისიისთვის ცნობილი გახდება კონკურსის მიმდინარეობისას, კომისიის შესაბამისი წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. |
მუხლი 10.
კომისიის უფლება-მოვალეობანი |
1. კომისია უფლებამოსილია გამოაცხადოს კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.
2. კომისია უფლებამოსილია კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს შესწორება (ტექნიკური, აგრეთვე, გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომა), კონკურსის შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილების შეტანა ნიშნავს ახალი კონკურსის გამოცხადებას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომისია ვალდებულია, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მოახდინოს კანდიდატების ინფორმირება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შესული ცვლილების შესახებ. 4. კონკურსის შესახებ შეტყობინებაში ცვლილების შეტანა ხდება იმავე წესით, რაც დადგენილია კონკურსის გამოცხადებისათვის. 5. კომისია უფლებამოსილია დასაბუთებული ობიექტური მიზეზის არსებობისას (კერძო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია) შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, კანდიდატისათვის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე. 6. კონკურსის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია შეტყობინების სახით უნდა ეცნობოს თითოეულ კანდიდატს. |
მუხლი 11.
კომისიის მუშაობის წესი |
1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა.
2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 3. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. 4. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 5. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან და გამოქვას შესაბამისი გადაწყვეტილება, დადგენილი წესით. 6. კომისია კანდიდატების მიერ ყველა ეტაპის გავლის შემდეგ თავის სხდომაზე განიხილავს საკითხს მათ დაუსწრებლად. 7. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. 8. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არცერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე. 9. კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში. 10. კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას. |
მუხლი 12.
საპრეტენზიო კომისია |
1. კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას საპრეტენზიო კომისია.
2. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის მოწვეული). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში. 3. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 4. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 5. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. 6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. 7. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 8. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ წერილობითი ფორმით კონკურსის შედეგების (მის მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება) გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან – წერილობითი გაგზავნის შემთხვევაში და გაგზავნიდან – ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში) არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო კომისიას. 9. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს გაფართოებული სხდომა, საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით. |
მუხლი 13.
კონკურსის შედეგების გასაჩივრება |
კონკურსანტს უფლება აქვს კონკურსის შედეგი გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში (მისი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ სასამართლოში, ან არ გამოიყენოს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული საჩივარი წარადგინოს სასამართლოში. |
მუხლი 14.
საკონკურსო კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა |
საკონკურსო კომისიის მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული კანდიდატი ინიშნება, თუ იგი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 (ორი) კვირის ვადაში საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას და ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო სხვა დოკუმენტებს.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები