„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №654 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/01/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.021042
27
30/01/2019
ვებგვერდი, 30/01/2019
340170000.10.003.021042
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №654 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №27

2019 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №654 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №654 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 28/12/2018, 340170000.10.003.020969) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების“:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) მოსახლეობის რაოდენობის თაობაზე სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე (გარდა მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების დასახლებების მოსახლეობისა) ახორციელებს თითოეული დასახლებისთვის განსაზღვრული თანხის გაანგარიშებას.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. იმ შემთხვევაში, თუ სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს არ გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, მაგრამ დასახლება რეგისტრირებულია სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მუნიციპალიტეტების რეესტრში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი უზრუნველყოფს ამ დასახლებაში დასახლების საერთო კრების/რეგისტრირებულ ამომრჩევლებთან კონსულტაციების ჩატარების ორგანიზებას და დასახლების საერთო კრების ოქმს/რეგისტრირებულ ამომრჩეველთან კონსულტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების, დასახლებაში არსებული მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად სამინისტროსათვის წარდგენას.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი პრინციპის დაცვით:

ა) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 200 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 10 000 ლარი;

ბ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 201-დან 400 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 12 000 ლარი;

გ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა     შეადგენს   401-დან 1 000 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 16 000 ლარი;

დ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა აღემატება  1 000 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 20 000 ლარი.“;

დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. სამინისტრო, ამ მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დასახლებებისთვის განსაზღვრული თანხის გაანგარიშების შემდეგ დამატებით ამზადებს შესაბამის ინფორმაციას, რომელშიც აისახება მუნიციპალიტეტებისთვის დამატებით გამოსაყოფი თანხის რაოდენობა და უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.“;

ე) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ მუხლის მე-3 და 31 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე ამზადებს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტისათვის თანხის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს და დასამტკიცებლად წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას.“;

ვ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. შესაბამისი დასახლებების საერთო კრებების მიერ ან რეგისტრირებულ ამომრჩეველთან გამართული კონსულტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, შესაძლებელია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამ დასახლებებისთვის გამოყოფილი თანხა, მათი საერთო საჭიროებებიდან გამომდინარე, გამოყენებულ იქნეს საერთო პროექტის დასაფინანსებლად.“.

2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

„14. „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შემავალი დასახლებებისათვის ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის 1 მაისამდე პერიოდით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე