დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების, მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №125 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 81 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/01/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.123.016484 |
|
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების, მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის № 125 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების, მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №125 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03.02.2016, №190020020.35.123.016335), კერძოდ, დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში შესაბამისი არგუმენტაციისა და დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, პროგრამებსა და ქვეპროგრამებში მერის, ან მერის მიერ უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში, მერის შესაბამისი მოადგილის ბრძანებით, ხოლო ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის არგუმენტირებული წერილის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური უფლებამოსილია გაატაროს ცვლილებები ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მიერ ხორციელდება: ა) საბიუჯეტო ორგანიზაციების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მიღებული არგუმენტირებული წერილის საფუძველზე; ბ) ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებსა და ქვეპროგრამებს შორის თანხების გადანაწილება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, ან მერის მიერ უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში, მერის შესაბამისი მოადგილის ბრძანების საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 30 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები