არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „კულტურულ,სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ თანამშრომელთა (პედაგოგთა) ხელფასის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „კულტურულ,სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ თანამშრომელთა (პედაგოგთა) ხელფასის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 80
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/01/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 29/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016483
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
80
30/01/2019
ვებგვერდი, 05/02/2019
010250050.35.123.016483
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „კულტურულ,სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ თანამშრომელთა (პედაგოგთა) ხელფასის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/02/2019 - 27/03/2019)

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №80

2019 წლის 30 იანვარი

ქ. ქუთაისი

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ თანამშრომელთა (პედაგოგთა) ხელფასის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ თანამშრომელთა (პედაგოგთა) ხელფასების გაანგარიშების წესი დანართის შესაბამისად.

(დანართი დადგენილებას თან ერთვის)

მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი ძალაში შევიდეს 2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზ ლატარია



დანართი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ თანამშრომელთა (პედაგოგთა) ხელფასის გაანგარიშების წესი

 


მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ თანამშრომელთა (პედაგოგთა) ხელფასის გაანგარიშების საკითხებს.
მუხლი 2
გაერთიანების პედაგოგთა ხელფასის ანაზღაურება ხორციელდება საათობრივი დატვირთვის შესაბამისად, შემდეგი ფორმულით C=A+BXJ, რომლის მიხედვითაც:

C არის პედაგოგთა სრული ხელფასი თვეში;

A – საბაზისო ხელფასი;

B – ერთი კვირეული საათის ღირებულება;

J – პედაგოგის მიერ კვირაში ჩატარებული საათების რაოდენობა.

მუხლი 3
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ პედაგოგთა საბაზისო ხელფასი განისაზღვროს 112,50 ლარის ოდენობით.
მუხლი 4
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის, №1, №2, №3 და №4 სამუსიკო სკოლების, აკ.ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის, გ.მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლისა და გ.დარახველიძის სახელობის ხელოვნების სკოლის საგუნდო განყოფილების პედაგოგთა სასწავლო პროცესის ერთი კვირეული საათის ღირებულება უმაღლესი განათლების მქონეთათვის განისაზღვროს 17 ლარის ოდენობით.
მუხლი 5
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის, №1, №2, №3 და №4 სამუსიკო სკოლების, აკ.ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის, გ.მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლისა და გ.დარახველიძის სახელობის ხელოვნების სკოლის საგუნდო განყოფილების პედაგოგთა სასწავლო პროცესის ერთი კვირეული საათის ღირებულება საშუალო სპეციალური განათლების მქონეთათვის განისაზღვროს 14 ლარის ოდენობით.
მუხლი 6
გ.დარახველიძის სახელობის ხელოვნების სკოლის ქორეოგრაფიული განყოფილების პედაგოგების სასწავლო პროცესის ერთი კვირეული საათის ღირებულება განისაზღვროს 25 ლარის ოდენობით, ამასთან, გამოყენებული საათობრივი დატვირთვა არ უნდა აღემატოს 18 კვირეულ საათს.
მუხლი 7
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგთა სასწავლო პროცესის ერთი კვირეული საათის ღირებულება განისაზღვროს 22 ლარის ოდენობით.
მუხლი 8
თუ პედაგოგთა მიერ ჩატარებული კვირეული საათების რაოდენობა 6 საათზე ნაკლებია, ხელფასის გაანგარიშებისას საბაზისო ხელფასი არ გაიცემა.
მუხლი 9
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემადგენლობაში შემავალი ფილიალების ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასის გაანგარიშებისას, რომლებიც პარალელურად ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას, საბაზისო ხელფასი განისაზღვროს 62.50 ლარით.