დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 7 ნოემბრის №621 ბრძანებულებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ვადამდე გაუქმებაზე საქართველოს პრეზიდენტისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5448 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 15/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 160, 15/11/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 7 ნოემბრის №621 ბრძანებულებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ვადამდე გაუქმებაზე საქართველოს პრეზიდენტისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლისა და ,,საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თანხმობა მიეცეს საქართველოს პრეზიდენტს ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 7 ნოემბრის №621 ბრძანებულებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ვადამდე გაუქმებაზე 2007 წლის 16 ნოემბრის 19 საათიდან.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2007 წლის 15 ნოემბერი.
№5448–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები